პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: „კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს. ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძემ „კატასტროფა“ უწოდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის კრიტიკას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე და განაცხადა, რომ გარე ძალები „აგენტების გადარჩენას“ და მართლმსაჯულებაზე ზეწოლას ცდილობენ.

არჩილ გორდულაძე: „კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს. ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“
POSTV

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე, ქვეყნის გარედან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეაფასა.

“გარეთ არსებული სხვადასხვა არჩეული თუ არარჩეული ბიუროკრატიის უკან მდგომი ძალები (რეალურად, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ამბავს აჟღერებენ) ცდილობენ, რომ თავიანთი აგენტები გადაარჩინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა აგენტებს არ ექნებათ სურვილი, რომ თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ. ეს არის კატასტროფა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს.

სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოშლას როდესაც ვამბობთ, დიახ, მათ შორის ვგულისხმობთ იმას, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, და ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

ახლა ეს თანამდებობის პირი გვეუბნება, რომ ჩვენი კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული და განმტკიცებული უფლება არ უნდა გამოვიყენოთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე მოახდინონ ზეწოლა, როგორც, მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, რამდენიმე წლის წინ.

ისინი პერმანენტულად, სხვადასხვა, ეგრეთ წოდებული ელჩი იქნება თუ თანამდებობის პირი უცხოეთიდან, ცდილობდნენ, რომ მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებთან თუ ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით განცხადებები გაეკეთებინათ. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ელჩები პირდაპირ პროცესებზე ისხდნენ. ასეთი ზეწოლის მცდელობები არც წარსულში გასულა და არც მომავალში გავა. ამავდროულად, ჩვენ ყოველთვის ავიმაღლებთ ხმას იმ ფუნდამენტური პრინციპების ძირის გამოთხრისთვის, რისთვისაც არის შექმნილი, ზოგადად, ევროსაბჭო და ევროკავშირი, მაგრამ მისი ბიუროკრატია ახლა ფეხქვეშ თელავს თავის პრინციპებსაც კი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს - ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს - ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არჩილ გორდულაძე: “ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობისა და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები