არჩილ გორდულაძე: “ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობისა და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს”
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ევროკომისიის პრესსპიკერის პოზიცია ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა. მან ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, საკუთარ ქვეყნებს მიხედონ და თავი დაანებონ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას.

“ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებასთან დაკავშირებით.
„ევროკავშირი შექმნილია რამდენიმე პრინციპზე და ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი, ზუსტადაც, კანონის უზენაესობაა;
მეორე მხრივ – სხვა ქვეყნის პატივისცემა და სუვერენიტეტის არჩევა. ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც არახალია.
სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. ელჩს არაერთხელ უცდია, მართლმსაჯულებაზე ზეწოლა განეხორციელებინა; მათ შორის, ბათუმშიც, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას პირდაპირ ესწრებოდნენ სხდომებს, თან თარჯიმნის გარეშე. რა თქმა უნდა, არც არაფერს იგებდნენ. ეს იყო მცდელობა, რომ როგორმე, მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილება მიეღო.
ახლა, პრესსპიკერის განცხადება ზუსტად იგივეა – ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, და ყველაზე უარესი – ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპის – კანონის უზენაესობისა და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ საქმეს, თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, ამავე ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებსა და მათი კორექტირების მცდელობას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის: ევროკომისიის პრესსპიკერი, კრისტიან ვიგანდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ „ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს“. მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ პროცესი შეშფოთებას იწვევს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს
- იმედინიუსიარჩილ გორდულაძე: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს
ციტატები სტატიიდან
„ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა“
„ევროკავშირი შექმნილია რამდენიმე პრინციპზე და ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი, ზუსტადაც, კანონის უზენაესობაა; მეორე მხრივ – სხვა ქვეყნის პატივისცემა და სუვერენიტეტის არჩევა. ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც არახალია. სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. ელჩს არაერთხელ უცდია, მართლმსაჯულებაზე ზეწოლა განეხორციელებინა; მათ შორის, ბათუმშიც, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას პირდაპირ ესწრებოდნენ სხდომებს, თან თარჯიმნის გარეშე. რა თქმა უნდა, არც არაფერს იგებდნენ. ეს იყო მცდელობა, რომ როგორმე, მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ახლა, პრესსპიკერის განცხადება ზუსტად იგივეა – ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, და ყველაზე უარესი – ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპის – კანონის უზენაესობისა და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ საქმეს, თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, ამავე ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებსა და მათი კორექტირების მცდელობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.