გიორგი ვოლსკი: “ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ”
გიორგი ვოლსკი ოპოზიციურ პარტიებს „რევოლუციურ, შეთქმულთა ჯგუფებს“ უწოდებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ, და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და გერმანიის საგარეო უწყების მოწოდებებს სარჩელის გაწვევის შესახებ „მაგიდაზე მუშტის ბრახუნს“ ადარებს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებებს ეხმაურება.
“გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს. გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ.
არადა ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა. ისტორიულ-სამართლებრივი პროცესით შეშფოთდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი ნიკლას ვაგნერიც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიგიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
- რუსთავი 2"ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ" - გიორგი ვოლსკი
ციტატები სტატიიდან
„გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს. გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ. არადა ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…