ალბანეთის მასშტაბური პროტესტი - სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია ტირანას ცენტრში დაპირისპირებაში გადაიზარდა
ტირანაში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა: დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ფოიერვერკები ესროლეს, რაზეც პოლიციამ ცრემლსადენი გაზით უპასუხა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
ალბანეთის მასშტაბური პროტესტი გრძელდება. სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია ტირანას ცენტრში დაპირისპირებაში გადაიზარდა, დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და ფოიერვერკები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
დემონსტრანტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.