პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სომხეთის წევრობის საკითხი, შესაძლოა, 11 ნოემბერს გადაწყვიტონ

ОДКБ-ის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სომხეთის წევრობის საკითხი, შესაძლოა, 11 ნოემბერს მოსკოვში დაგეგმილ სხდომაზე გადაწყვიტონ, რის შესახებაც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტაალატბეკ მასადიკოვმა განაცხადა. მანამდე პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი ორგანიზაციაში დაბრუნებას არ აპირებს.

მედია - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სომხეთის წევრობის საკითხი, შესაძლოა, 11 ნოემბერს გადაწყვიტონ
ინტერპრესნიუსი

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა სომხეთის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, 11 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მომავალ სხდომაზე მიიღონ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტაალატბეკ მასადიკოვმა განაცხადა.

„თუ ამ საკითხს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წარადგენენ, ეს შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა ორგანიზაციიდან ერევნის შესაძლო გასვლასთნ დაკავშირებით საუბრისაას.

ОДКБ-ის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა 11 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აგვისტოში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი არ გეგმავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან გარიცხავენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ОДКБ-მ ხმის უფლება ჩამოართვა სომხეთს, რომელსაც წევრობა თავად აქვს დე ფაქტო შეჩერებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები