ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ОДКБ-ზე დამყარებულმა უსაფრთხოებამ სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე მიგვიყვანა”

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2022 წლამდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე (ОДКБ) დამყარებული უსაფრთხოების ფორმულა პრიმიტიული იყო და ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე მიიყვანა.

“ОДКБ-ზე დამყარებულმა უსაფრთხოებამ სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე მიგვიყვანა”
“ОДКБ-ზე დამყარებულმა უსაფრთხოებამ სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე მიგვიყვანა”ნეტგაზეთი

ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის უსაფრთხოების ფორმულა, რომელიც 2022 წლამდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) გარშემო იყო აგებული, თავისი არსით პრიმიტიული იყო. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე „ყოვლისმომცველი უსაფრთხოება და მდგრადობა“.

„2022 წლის სექტემბრის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ თუ აზროვნების წესს არ შევცვლით, სომხეთის რესპუბლიკას დავკარგავთ. ხუთი ნაბიჯი დაგვაკლდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დაკარგვამდე. უსაფრთხოება მრავალმხრივი მოვლენაა. 2022 წლამდე არსებული უსაფრთხოების ფორმულა თავისი არსით პრიმიტიული იყო, რადგან ერთი წინადადებისგან შედგებოდა: „ОДКБ ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“. ამ წინადადებას არც პრეამბულა ჰქონდა და არც გაგრძელება”, – თქვა ფაშინიანმა,

როგორც ის ამბობს, სომხეთი ათწლეულების განმავლობაში სწორედ ამ გზით მიდიოდა და ზუსტად იცოდა, თუ სად მიიყვანდა ეს გზა.

2022 წლის სექტემბერში, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დროს, სომხეთის ხელისუფლებამ ОДКБ-ს დახმარებისთვის მიმართა და ორგანიზაციის მისიის გაგზავნა მოითხოვა. ორგანიზაციამ სომხეთში ფაქტების შემსწავლელი მისია გაგზავნა, თუმცა სომხეთის ხელისუფლება მოგვიანებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა ორგანიზაციის რეაგირებით.

სომხეთსა და ОДКБ-ს შორის ურთიერთობები ამის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. 2024 წლის თებერვალში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში მონაწილეობა „პრაქტიკულად გაყინა“, ხოლო 2025 წლის იანვარში ხელი მოაწერა კანონს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები