პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

პსჟ-ს შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 7-დან 9 თვემდე უქმობა მოუწევს, რის გამოც მას კრიშტიანო რონალდომ მხარდამჭერი სიტყვებით მიმართა.

"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
სპორტალი

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ პსჟ-ს შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც ქართველ ფეხბურთელს 7-დან 9 თვემდე უქმობა მოუწევს.

"კვარა" მისმა საფეხბურთო კერპმა, კრიშტიანო რონალდომ "ინსტაგრამის" საშუალებით გაამხნევა.

"ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ხვიჩა, მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს გრძნობა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და ნუ მისცემ ერთ რთულ პერიოდს უფლებას, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგატანინოს.

შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!", - დაწერა რონალდომ "ინსტაგრამზე".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. სპორტალინეიტრალური"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
  2. ალიაოპოზიციური“ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ” – ხვიჩა კვარაცხელია
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
მძიმე ტრავმა და მსოფლიო ფეხბურთის მხარდაჭერა - ხვიჩა კვარაცხელიას რთული გზა მოედანზე დასაბრუნებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები