ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვაშინგტონის მოთხოვნა უცვლელია - დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას და სამშვიდობო მოლაპარაკებებში მის ჩანაცვლებას ითხოვს

დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის გადადგომასა და მოლაპარაკებებში მის ჩანაცვლებას ითხოვს, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სრული სიცრუე“ და „უსამართლო“ უწოდა და ტრამპი პასუხისმგებლობის არიდებაში დაადანაშაულა.

ვაშინგტონის მოთხოვნა უცვლელია - დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას და სამშვიდობო მოლაპარაკებებში მის ჩანაცვლებას ითხოვს. შტატების პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას რუსეთთან სამშვიდობო გარიგების ჩაშლაში და ომით გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლში ადანაშაულებს.

"სრული სიცრუე", "არასწორი და მიუღებელი", "უსამართლო" - ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ბრალდებებს. ვოლოდიმირ ზელენსკი მედიასთან საუბარში ღიად ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვერც ენერგეტიკულ ზავზე და ვერც ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმა, ახლა კი პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს.

კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დეკემბერში, "დიდი ოცეულის" სამიტზე გეგმავს. The Atlantic-ის ინფორმაციით, მიზნის მისაღწევად დონალდ ტრამპი უკრაინის მიმართ იძულების მეთოდების გამოყენებასაც განიხილავს.

ვაშინგტონსა და კიევს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, მოსკოვთან დიალოგის დასაწყებად ემზადება ბრიუსელი. Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი მომლაპარაკებლის პოზიციაზე შესაფერის კანდიდატს ეძებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ტრამპთან კარგი ურთიერთობა და რუსეთთან დიალოგის წარმოების გამოცდილებაა.

ამ დრომდე უცნობია, როდის და რა პირობებით დასხდებიან უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერები მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუმცა, როგორც ირკვევა, ვაშინგტონის შუამავლობით კიევი და მოსკოვი სამმხრივი ტექნიკური მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ. მიზანი ომის დასრულება და სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისთვის მომზადებაა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„არ მსურს, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდიდან გავაძევო“ - ტრამპი სანქციების შემსუბუქებას განმარტავს და ზელენსკის აკრიტიკებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები