პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპი: დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს - შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი

დონალდ ტრამპის განცხადებით, დადგა დრო, უკრაინის სახელით სამშვიდობო მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს, რადგან მისი აზრით, ზელენსკი სიტუაციის მოგვარებას ხელს არ უწყობს.

ტრამპი: დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს - შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა კრემლის ხელმძღვანელსა და ჩინეთის ლიდერთან სამმხრივი შეხვედრისთვის.

„თუ პუტინსა და სი ძინპინს სურთ სამმხრივი შეხვედრის ჩატარება ჩინეთში, მე ვისურვებდი, რომ ის შედგეს. სი ძინპინი უკრაინასთან მიმართებით ძალიან სამართლიანად იქცეოდა. ის ზედმეტად არ ერეოდა ამ საქმეებში. იგივე ეხება რუსეთსაც. მათ არც კი გამოუვლენიათ ის, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. მათ იციან, რომ მე ამას ვაფასებ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს პუტინთან უკრაინის საკითხზე და მას არ აქვს განზრახული მათი შეწყვეტა შუა პროცესში. ტრამპის თქმით, რუსეთი უკრაინასთან მიმართებით ადეკვატურად იქცეოდა.

„რუსეთი, სიმართლე რომ ვთქვა, უკრაინის მიმართ საკმაოდ ნორმალურად იქცეოდა. მათ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ“, - განაცხადა მან.

„ზელენსკი სიტუაციის მოგვარებას განსაკუთრებულად არ უწყობს ხელს. მეჩვენება, რომ მას არ სურს, ეს შეწყდეს. მაგრამ მე მინდა, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ. დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს. შესაძლოა, უკრაინისთვის დროა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი“, - დასძინა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობოდონალდ ტრამპი: „დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს – შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი“
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ზელენსკი სიტუაციის მოგვარებას დიდად არ უწყობს ხელს. შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზელენსკის ნაცვლად სხვა კანდიდატურა წარადგინოს" - ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი-ზელენსკის დაპირისპირება - აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა სამშვიდობო გარიგების ჩაშლაში და ომით გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლში კიდევ ერთხელ ღიად დაადანაშაულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები