ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთში პუტინის ოპონენტი რუსი ხელოვანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი - საქართველოს მოქალაქე -...

პოლონეთში პუტინის ოპონენტი რუსი ხელოვანის, რობერტ კუზოვკოვის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით საქართველოს 22 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

პოლონეთში პუტინის ოპონენტი რუსი ხელოვანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი - საქართველოს მოქალაქე -...
პოლონეთში პუტინის ოპონენტი რუსი ხელოვანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი - საქართველოს მოქალაქე -...რადიო თავისუფლება

მკვლელობაში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილის, საქართველოს მოქალაქის, დაკავების თაობაზე განაცხადა სპეცსამსახურების კორდინატორმა ტომაშ სიემონიაკმა 22 ოქტომბერს, იტყობინება Reuters-ი.

რობერტ კუზოვკოვს, რომელიც ასევე ცნობილი იყო სემიონ სკრეპეცკის სახელით, ივნისში, პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბიალა-პოდლასკაში მოკლეს ხუთი ტყვიით.

კუზოვკოვი ცნობილი იყო თავისი ნამუშევრებით, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა, და თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ბერლინში საპროტესტო აქციაც გამართა.

იმ დროისთვის, პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა 36 წლის მამაკაცი, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს პასპორტით სარგებლობდა.

მეორე კაცს, საქართველოს 22 წლის მოქალაქეს, რომელსაც მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, წერს სიემონიაკი X-ზე.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები