ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლისთვის 2 კაცს ჯარიმა გამოუწერეს

ქართული ოცნება

„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე მოსამართლემ საბა მინდიაშვილსა და ლევან ზარდიაშვილს ჯარიმები დააკისრა, ამასთან, წარსულში ნასამართლევ ზარდიაშვილს დამატებით 5 წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლისთვის 2 კაცს ჯარიმა გამოუწერეს
„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლისთვის 2 კაცს ჯარიმა გამოუწერესრადიო თავისუფლება

ორივე ინციდენტი 2025 წლის 8 სექტემბერს მოხდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას.

ამ საქმეზე 2026 წლის 5 მარტს წაუყენეს ბრალი ორ მოქალაქეს, - დაკავების გარეშე, - მეორე დღეს კი ორივეს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს საქმის განხილვის დასრულებამდე.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა და ერთ-ერთ მათგანს 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მეორეს კი - 4 000 ლარი.

საბა მინდიაშვილს ედავებოდნენ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის ხელშეშლას, ლევან ზარდიაშვილს კი - ხელშეშლას რეპორტიორ ქეთევან მიქაძისათვის.

„პუბლიკის ცნობითვე“, ზარდიაშვილი ამ დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, რის გამოც დამატებით 5 წელი პირობითი მსჯავრი და დამატებით 3 938 ლარი დაეკისრა.

საბა მინდიაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებდა, ლევან ზარდიაშვილი კი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

„მსხვერპლი თავად იყო“ - თქვა ადვოკატმა

„პუბლიკის “ცნობითვე, ლევან ზარდიაშვილის ადვოკატმა თამთა ჯანიაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „მსხვერპლი გახდა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებისა“ და „რეალურად, დაზარალებული ის იყო“.

გამოცემის თანახმად, ადვოკატის დასკვნითი სიტყვა აგებული იყო პოზიციაზე, რომ „მობილური ტელეფონი, რომელიც ზარდიაშვილმა „პუბლიკის” ჟურნალისტს წაგლიჯა, თავისივე საკუთრება იყო და ის უკან დაიბრუნა“.

სასამართლომ ეს პოზიცია არ გაიზიარა.

რედაქციამ 22 ოქტომბერს ამაზე პასუხად განმარტა, რომ 2025 წლის 8 სექტემბერს მის ჟურნალისტზე, ქეთევან მიქაძეზე, „ქართული ოცნების“ შტაბთან მყოფმა პირმა იძალადა და ტელეფონი წაართვა.

„ამის ამსახველი ვიდეოკადრები პუბლიკამ" იმ დღესვე გაავრცელა. ამასთან, „პუბლიკა“ დღემდე მოითხოვს აღნიშნული ტელეფონის დაბრუნებას, რომელიც რედაქციის საკუთრება იყო და იმ დღეს ჟურნალისტი მას პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის იყენებდა“, - წერს გამოცემა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ხელშეშლაში ბრალდებულებს სასამართლომ ჯარიმები დააკისრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები