ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ხელშეშლაში ბრალდებულებს სასამართლომ ჯარიმები დააკისრა

ქართული ოცნება

სასამართლომ „პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებულები, ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მინდიაშვილი 3000 ლარით, ხოლო ზარდიაშვილი 4000 ლარით დააჯარიმა და ამ უკანასკნელს 5 წლით პირობითი მსჯავრიც განუსაზღვრა.

„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ხელშეშლაში ბრალდებულებს სასამართლომ ჯარიმები დააკისრა
„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ხელშეშლაში ბრალდებულებს სასამართლომ ჯარიმები დააკისრანეტგაზეთი

„პუბლიკის“ ორი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში ბრალდებულები, ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებოდათ, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა საბა მინდიაშვილს (ალექსანდრე ქეშელაშვილის ეპიზოდი) – 3000 ლარით დააჯარიმა.

ლევან ზარდიაშვილი კი (ქეთევან მიქაძის ეპიზოდი) – 4000 ლარით.

“ზარდიაშვილი ახალი დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, რის საფუძველზეც მას დამატებით სხვა პასუხისმგებლობაც დაეკისრა. პროკურორის განმარტებით, საბოლოოდ, მას სასჯელის სახით განესაზღვრა – 4000 ლარი ჯარიმა, 5 წელი პირობითი და დამატებით 3 938 ლარი. საბა მინდიაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებდა, ლევან ზარდიაშვილი კი თავს დამნაშავედ არ ცნობდა”, – იუწყება “პუბლიკა”.

ინციდენტი, რომელზეც ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი წარედგინათ, 2025 წლის 8 სექტემბერს მოხდა.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან პარტიის მხარდამჭერმა ლევან ზარდიაშვილმა „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა. საბა მინდიაშვილმა კი ალექსანდრე ქეშელაშვილს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა.

ამავე დღეს პოლიციამ იძალადა ნეტგაზეთის ჟურნალისტზე ქეთევან ხუციშვილზე, თუმცა ეს საქმე გამოძიებული არ არის.

“პუბლიკის” ცნობით, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის დაკვნითი სიტყვებიც მოისმინა. ზარდიაშვილის ადვოკატმა თამთა ჯანიაშვილმა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა ამ სიტყვებით დაიწყო:

„ეს არის საქმე ადამიანზე, რომელიც რეალურად მსხვერპლი გახდა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდების. ადამიანზე, რომელიც ამ საქმეში რეალურად დაზარალებულია”, – თქვა მან ზარდიაშვილზე.

მისი დასკვნითი სიტყვა აგებული იყო პოზიციაზე, რომ მობილური ტელეფონი, რომელიც ზარდიაშვილმა „პუბლიკის” ჟურნალისტს წაგლიჯა, თავისივე საკუთრება იყო და ის უკან დაიბრუნა.

ადვოკატ ჯანიაშვილის თქმით, ბრალდებულს მიქაძისთვის არათუ ჟურალისტური საქმიანობაში ხელი არ შეუძლია, არამედ ამის არც განზრახვა, არც სურვილი და მცდელობაც არ ჰქონია. ადვოკატი ამბობს, რომ ზარდიაშვილის სურვილი საკუთარი მობილური ტელეფონის მესამე პირისგან დაბრუნება იყო.

ჯანიაშვილი 8 სექტემბერს კახა კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებს ასე აღწერს:

„[…] ლევან ზარდიაშვილი ამ დროს იმყოფებოდა შტაბის წინ და დაპირისპირებაში აღმოჩნდა, რომელსაც საკუთარი ტელეფონი – iPhone 14 Pro Max ამოუვარდა ჯიბიდან. ეს ტელეფონი აიღო ქეთევან მიქაძემ. ტელეფონის მესაკუთრემ, ლევან ზარდიაშვილმა ეს მაშინვე შეამჩნია, რომელმაც რამდენჯერმე მიმართა მიქაძეს მისთვის დაებრუნებინა საკუთარი მობილური ტელეფონი. თუმცა ჟურნალისტმა ყურადღება არ მიაქცია, რის გამოც ლევან ზარდიაშვილი მივიდა მიქაძესთან და საკუთარი მობილური ტელეფონი ხელიდან წაართვა… არავისთვის სასიამოვნო ფაქტი არაა, მობილური ტელეფონის დაკარვა და უცხო პირის ხელში აღმოჩენა. გარდა ამისა, ჟურნალისტისთვის აქციაზე მყოფი პირის ტელეფონის პოვნა და მასში განთავსებული ინფორმაციის მიღება, სავარაუდოდ ძალიან კარგი მასალა იქნებოდა…“, – განაცხადა ადვოკატმა თამთა ჯანიაშვილმა.

ამასთან, დაცვის მხარის პოზიციით, ზარდიაშვილს არ ჰქონდა შეცნობილი, რომ მიქაძე ჟურნალისტი იყო; და რომ ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიქაძეს ბეიჯი ეკეთა, თუმცა არ ეკეთა სამკლაური ან პრესის ჟილეტი.

„საქმეში არცერთი მტკიცებულება პირდაპირ და ცალსახად არ მიუთითებს იმაზე, რომ ზარდიაშვილმა მიქაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.. ამასთან მას არ ჰქონდა წინასწარ შეცნობილი, რომ მიქაძე იყო ჟურნალისტი… ერთადერთი მან რაც გააკეთა, იყო შემდეგი – ტელეფონის ძირს დავარდნისა და ქეთევან მიქაძის მიერ ტელეფონს აღების შემდეგ, მას მოუწოდა, რომ დაებრუნებინა. მას შემდეგ, რაც ქეთევანმა არ დაუბრუნა, მივიდა მასთან ლევანი და ხელიდან წაგლიჯა”, – თქვა მან.

“პუბლიკის” განმარტება

2025 წლის 8 სექტემბერს „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთევან მიქაძეზე „ოცნების“ შტაბთან მყოფმა პირმა იძალადა და ტელეფონი წაართვა, ამის ამსახველი ვიდეოკადრები პუბლიკამ” იმ დღესვე გაავრცელა. ამასთან, „პუბლიკა“ დღემდე მოითხოვს აღნიშნული ტელეფონის დაბრუნებას, რომელიც რედაქციის საკუთრება იყო და იმ დღეს ჟურნალისტი მას პროფესიული მოვალოების შესრულებისთვის იყენებდა.

ამ საკითხსა და გარემოებაზე „პუბლიკამ” განცხადება იმ დღესვე გაავრცელა. ასევე მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს, რის შესახებ მოვამზადეთ ვიდეომასალაც.

მომზადებულია “პუბლიკის” მიხედვით.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„[…] ლევან ზარდიაშვილი ამ დროს იმყოფებოდა შტაბის წინ და დაპირისპირებაში აღმოჩნდა, რომელსაც საკუთარი ტელეფონი – iPhone 14 Pro Max ამოუვარდა ჯიბიდან. ეს ტელეფონი აიღო ქეთევან მიქაძემ. ტელეფონის მესაკუთრემ, ლევან ზარდიაშვილმა ეს მაშინვე შეამჩნია, რომელმაც რამდენჯერმე მიმართა მიქაძეს მისთვის დაებრუნებინა საკუთარი მობილური ტელეფონი. თუმცა ჟურნალისტმა ყურადღება არ მიაქცია, რის გამოც ლევან ზარდიაშვილი მივიდა მიქაძესთან და საკუთარი მობილური ტელეფონი ხელიდან წაართვა… არავისთვის სასიამოვნო ფაქტი არაა, მობილური ტელეფონის დაკარვა და უცხო პირის ხელში აღმოჩენა. გარდა ამისა, ჟურნალისტისთვის აქციაზე მყოფი პირის ტელეფონის პოვნა და მასში განთავსებული ინფორმაციის მიღება, სავარაუდოდ ძალიან კარგი მასალა იქნებოდა…“
თამთა ჯანიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლისთვის 2 კაცს ჯარიმა გამოუწერესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები