“ტრამპის და მასკის ქცევა უკრაინის მიმართ ბევრად დიდ ტანჯვას მაყენებს, ვიდრე პოლიტიკური პარტიების გაუქმება საქართველოში”– ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის განცხადებით, ტრამპისა და მასკის ქცევა უკრაინის მიმართ მას ბევრად დიდ ტანჯვას აყენებს და უიმედობას უჩენს, ვიდრე საქართველოში პოლიტიკური პარტიების გაუქმება, რაც მისი შეფასებით მოულოდნელი არ ყოფილა.

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
თუ გულწრფელობა ნამდვილად კარგი თვისებაა, გულწრფელად გეტყვით მაშინ, რომ ტრამპის და მასკის ქცევა უკრაინის მიმართ ბევრად დიდ ტანჯვას მაყენებს და ტოტალურ უიმედობას მიჩენს, ვიდრე პოლიტიკური პარტიების გაუქმება საქართველოში. მითუმეტეს, რომ ეს უკანასკნელი, საერთოდ არ მეჩვენება მოულოდნელობად.
პარტიების გაუქმება რომ დემოკრატიის უფსკრულში ვარდნას აჩქარებს, ამას თქმაც არ უნდა, იმდენად საზეპიროა, რეფლექსიასაც აღარ იწვევს არავისში.
პარტიების აკრძალვა დაამთხვიეს რუდუნებით მიღწეულ იმ მომენტს, სამი ადამიანი რომ ხმას აღარ სცემს ერთმანეთს ქვეყანაში, რაც, ვერაფერს იტყვი, საიუველირო ნამუშევარია.
ახლა ოპოზიციის შეცდომებზე ლაპარაკი პასუხისმგებლობის გადანაწილებას დაემსგავსება, არადა ამჯერად არაპროპორციული სიტუაციაა და ვერ დატოლდება.
მეორე მხრივ, ოპოზიციაზე ლაპარაკი რომ მუდმივად “არასწორია” (ლაპარაკს ვგულისხმობ და არა ლანძღვას. ლანძღვა არ დაჰკლებიათ, რათქმაუნდა), ეს გამორიცხავს ოპოზიცისთან ლაპარაკსაც, რაც ამ დღის დადგომის ერთერთი მიზეზია.
გამოუვალი და უცვლელი სიტუაციები, რათქმაუნდა, არ არსებობს, უბრალოდ, გააჩნია გამოსავლებს და მათი დადგომის დროს. ერთი რამ კი უტყუარია, როცა ხალხი აყალიბებს სურვილებს, უპარტიობაშიც ჩნდებიან მაშინ ლიდერები. თუმცა ეს კლასიკურ ნუგეშად არ გამოდგება, “კიდევაც დაიზრდებიან” ან მსგავსი როგორც იქნებოდა. რეალური რადიკალიზმი სწორედ მაშინაა მოსალოდნელი, როცა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი დახშული და მომსპარია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…