პეტერ მადიარი ირაკლი კობახიძეს: „მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სახელით გამოგზავნილი წერილით, პეტერ მადიარმა საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში, 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიწვია.

„მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება“, – ნათქვამია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომლითაც ის საქართველოს მთავრობის მეთაურს ბუდაპეშტში ეპატიჟება.
„მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღეს შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს“, – აღნიშნა მადიარმა.
მთავრობის მეთაური, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. მთავარი საიუბილეო ღონისძიება უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე 23 ოქტომბერს გაიმართება. პეტერ მადიარი სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
ირაკლი კობახიძე, პეტერ მადიარის მიწვევით, უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
მეგობრულად მივიღებთ მას, ვინც ჩვენთან პატივისცემითა და კეთილი განზრახვით მოდის, თუმცა ჩვენ თავისუფლებას იოტისოდენადაც არ დავთმობთ - პიტერ მადიარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…