პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე, პეტერ მადიარის მიწვევით, უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. შანდორის სასახლეში დაგეგმილ მიღებაზე 100-ზე მეტი უცხოელი პოლიტიკოსი და დიპლომატია მიწვეული, მათ შორის ევროკავშირის ლიდერები.

ირაკლი კობახიძე, პეტერ მადიარის მიწვევით, უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
რუსთავი 2

საქართველოს მთავრობის მეთაური, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიება დღეს გაიმართება. სტუმრებს სიტყვით მიმართავს მასპინძელი პრემიერ-მინისტრი.

დღესვე, შანდორის სასახლეში - გაიმართება ოფიციალური მიღება, რომელზეც მიწვეულია 100-ზე მეტი უცხოელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, უნგრეთში 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების 70 წლისთავს აღნიშნავენ. ბუდაპეშტში ღონისძიებები ტრადიციული მსვლელობითა და რევოლუციის ცეცხლის დანთებით გაიხსნა. ჩირაღდნებით მსვლელობას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები მიუძღოდნენ. შეკრებილებმა ბუდაპეშტის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზუსტად ის გზა გაიარეს, საიდანაც 70 წლის წინ სტუდენტური პროტესტი დაიწყო, რაც მეორე დღეს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საყოველთაო აჯანყებაში გადაიზარდა. მონაწილეებს ხელში ეჭირათ რევოლუციის მთავარი სიმბოლო - უნგრეთის დროშა ამოჭრილი შუაგულით, საიდანაც 1956 წელს დემონსტრანტებმა საბჭოთა გერბი ამოჭრეს.

შეკრებილებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სიტყვითაც მიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
  2. BM.GEოპოზიციურიირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
  4. POSTVსამთავრობოპეტერ მადიარი ირაკლი კობახიძეს: „მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება“
  5. რუსთავი 2სამთავრობომეგობრულად მივიღებთ მას, ვინც ჩვენთან პატივისცემითა და კეთილი განზრახვით მოდის, თუმცა ჩვენ თავისუფლებას იოტისოდენადაც არ დავთმობთ - პიტერ მადიარი
  6. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
  7. POSTVსამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები