ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გვინდა, საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები ვიყოთ, რომლებიც საერთო მაგიდასთან ღირსეულად სხედან, არ გვჭირდება შანტაჟი და იზოლაცია - პეტერ მადიარის სიტყვით გამოსვლა უნგრეთის 1956 რევოლუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

უნგრეთში 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ წევრობა სურს და შანტაჟი და იზოლაცია არ სჭირდება. ღონისძიებას ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი და ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაესწრნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პეტერ მადიარმა საჯაროდ დააანონსა რომ საფრანგეთის პრეზიდენტი დაესწრებოდა ანტისაბჭოთა რევოლუციის 70 წლისთავს ემანუელ მაკრონი უნგრეთში ვერ ჩავიდა. ახალ პრემიერს სურვილი ჰქონდა, რომ საიუბილეო თარიღისთვის მსოფლიოს წამყვანი ლიდერებისთვის ემასპინძლა, თუმცა დაგვიანებული მიწვევებისა და დიპლომატიური უთანხმოებების გამო, რამდენიმე მთავარმა ფიგურამ ბუდაპეშტში ჩასვლაზე უარი თქვა. ღონისძიება არ დაესწრო დონალდ ტუსკი, არადა სწორედ მეზობელი პოლონეთის ანტისაბჭოთა გამოსვლებმა მისცა ბიძგი 23 ოქტომბრის რევოლუციას უნგრეთში.

რევოლუციის იუბილეს არ დაესწრო არც ვოლოდიმირ ზელენსკი. ამას წინ უძღოდა ბუდაპეშტის გადაწყვეტილება. რამდენიმე დღის წინ უნგრეთმა კვლავ დაბლოკა უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი. დღეს ბუდაპეშტში, ფონ დერ ლაიენი და კოშტა ევროკავშირის ყველაზე მაღალი რანგის სტუმრები არიან. პეტერ მადიარის მიწვევით, უნგრეთის 1956 წლის რევოლუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ის ასევე დაესწრო უნგრეთის პრემიერის სიტყვით გამოსვლას კოშუთ ლაიოშის მოედანზე - ადგილზე, სადაც 70 წლის წინ უნგრეთის დროშიდან ამოჭრეს კომუნისტური გერბი.

კოშუთის მოედანზე, პარლამენტის შენობის წინ, ახლა სიმბოლურად სწორედ ამოჭრილი დროშაა აღმართული.

მადიარი სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფოთა მეთაურებს, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს, მაღალი თანამდებობის პირებსა და ევროპის ლიდერებს მიესალმა და მნიშვნელოვან დღეს უნგრეთში ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.

"მოგესალმებით ქვეყანაში, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა, დემოკრატია დაიცვა და დღეს უფრო ძლიერი და სუვერენულია, ვიდრე ოდესმე. ქვეყანაში, რომელიც სიამაყით იხსენებს თავის გმირებს და ასევე სიამაყით შეუძლია განაცხადოს, რომ მათი თავგანწირვა ამაო არ ყოფილა.

მივესალმები ჩვენს სტუმრებს - სახელმწიფოთა მეთაურებს, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს, მაღალი თანამდებობის პირებსა და ევროპის ლიდერებს, რომლებიც ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ, რათა ჩვენთან ერთად იზეიმონ უნგრეთის თავისუფლებისა და სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ეს განსაკუთრებული, 70-ე წლისთავი. გმადლობთ, რომ აქ ხართ!

ჩვენ გვინდა, ვიყოთ ძლიერი და დამოუკიდებელი ერი, რომელსაც მოკავშირეები ენდობიან, რომელიც გონივრულად მოქმედებს, მომავალზეა ორიენტირებული და ევროპის შუაგულში ახალი, შესაძლოა, უპრეცედენტო საფრთხეების დაძლევა შეუძლია. გვინდა, საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები ვიყოთ, რომლებიც საერთო მაგიდასთან ღირსეულად სხედან. არ გვჭირდება შანტაჟი და იზოლაცია,"- განაცხადა მადიარმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პეტერ მადიარი ირაკლი კობახიძეს: „მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები