ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კობახიძემ ოფიციალური მოსაწვევი წერილი უკვე მიიღო.

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობასBM.GE

ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება.

მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომლის სტუმრებსაც სიტყვით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიმართავს, 23 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაცია წერს, რომ უნგრელი კოლეგისგან ოფიციალური მოსაწვევი წერილი ირაკლი კობახიძემ უკვე მიიღო.

„თავისუფლება, რომელიც ცენტრალურმა ევროპამ საბოლოოდ დაიბრუნა 1989 წელს, არ დაწყებულა 1989 წელს. მისი ისტორიის ნაწილი 33 წლით ადრე, ბუდაპეშტის ქუჩებში დაიწერა. მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღესაც შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს“, - აღნიშნულია პიტერ მადიარის ოფიციალურ წერილში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარის განცხადების შესახებ: „უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება, შესაბამისად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები