ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპს ძალიან მარტივად შეუძლია, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ის რიტორიკა, რომელსაც ტრამპი ჩემ მიმართ იყენებს, პუტინის წინააღმდეგ უნდა მიმართოს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპი პუტინთან შეთანხმებას ვერ აღწევს და მის ნაცვლად უკრაინის დადანაშაულებას ამჯობინებს. მისი თქმით, ტრამპმა ის რიტორიკა, რომელსაც მის წინააღმდეგ იყენებს, პუტინისკენ უნდა მიმართოს და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები აამოქმედოს.

ტრამპს ძალიან მარტივად შეუძლია, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ის რიტორიკა, რომელსაც ტრამპი ჩემ მიმართ იყენებს, პუტინის წინააღმდეგ უნდა მიმართოს - ვოლოდიმირ ზელენსკი
ტრამპს ძალიან მარტივად შეუძლია, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ის რიტორიკა, რომელსაც ტრამპი ჩემ მიმართ იყენებს, პუტინის წინააღმდეგ უნდა მიმართოს - ვოლოდიმირ ზელენსკირუსთავი 2

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, ომის დასრულებას ხელი შეუწყოს, თუ ის კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინის მიმართ რიტორიკას შეცვლის.

ზელენსკის თქმით, ტრამპმა ის რიტორიკა, რომელსაც მის მიმართ იყენებს, პუტინის წინააღმდეგ უნდა მიმართოს.

"ტრამპს ძალიან მარტივად შეუძლია, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ის რიტორიკა, რომელსაც ტრამპი ჩემ მიმართ იყენებს, პუტინის წინააღმდეგ უნდა მიმართოს. მის მაგიდაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი დევს - ამ სანქციებს კონგრესმა მისცა ხმა და არა თავად ტრამპმა, მას შეუძლია მათი ამოქმედება. შესაძლოა, მას პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, შესაძლოა, მიზეზი სულ სხვა რამეა - არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს ახორციელებს იმ თავდასხმების საპასუხოდ, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს.

პრეზიდენტის თქმით, ენერგეტიკული ზავის მიღწევამ შესაძლოა ვითარება შეცვალოს, თუმცა ტრამპმა ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ შეძლო.

"პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ აღწევს. პუტინი მას უარს ეუბნება. ამიტომ პრეზიდენტი პუტინის ნაცვლად ჩემს დადანაშაულებას ამჯობინებს. ის ამერიკელებს ეუბნება, რომ აშშ-ში ფასები იმიტომ იზრდება, რომ ჩვენ რუსეთს ვუტევთ. ეს სრული სიცრუეა. ტრამპთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მიმაჩნია, რომ უსამართლოა, როდესაც ის მე მადანაშაულებს. ის რიტორიკას ცვლის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტრამპს ძალიან მარტივად შეუძლია, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ის რიტორიკა, რომელსაც ტრამპი ჩემ მიმართ იყენებს, პუტინის წინააღმდეგ უნდა მიმართოს. მის მაგიდაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი დევს - ამ სანქციებს კონგრესმა მისცა ხმა და არა თავად ტრამპმა, მას შეუძლია მათი ამოქმედება. შესაძლოა, მას პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, შესაძლოა, მიზეზი სულ სხვა რამეა - არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ აღწევს. პუტინი მას უარს ეუბნება. ამიტომ პრეზიდენტი პუტინის ნაცვლად ჩემს დადანაშაულებას ამჯობინებს. ის ამერიკელებს ეუბნება, რომ აშშ-ში ფასები იმიტომ იზრდება, რომ ჩვენ რუსეთს ვუტევთ. ეს სრული სიცრუეა. ტრამპთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მიმაჩნია, რომ უსამართლოა, როდესაც ის მე მადანაშაულებს. ის რიტორიკას ცვლის“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის ენერგეტიკული გარიგება პუტინთან და ზელენსკის პასუხი - ახალი კრიზისი თეთრ სახლსა და კიევს შორისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები