ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩემთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისთვის დონალდ ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე ვლადიმირ პუტინთან, რადგან რუსეთის ლიდერს ომის დასრულება არ სურს და მოლაპარაკებების ფორმატის პაროდიას ქმნის.

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩემთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩემთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთანინტერპრესნიუსი

ჩემთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, დონალდ ტრამპის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას, თითქოს მისთვის პუტინთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე ზელენსკისთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან.

„ჩემთან უფრო რთულია ვიდრე პუტინთან… და მასთან უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან. ჩემთვის ტრამპთან. რამდენიმე შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ყოველთვის ვპოულობთ თემებს განხილვისთვის და გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მე მხოლოდ უკრაინისა და უკრაინელი ერის ინტერესებს ვიცავ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ პრიორიტეტად ომის დასრულება და მოლაპარაკებები რჩება, მაგრამ პუტინს არანაირ ფორმატში არ სურს მოლაპარაკებები.

„ის სიტყვებით თამაშობს. ეს უბრალოდ გამოიყურება როგორც ომის დასრულების რეალური სურვილის პაროდია. მას არ სურს ომის დასრულება. დარწმუნებული ვარ, რომ ამიტომ მისთვის დონბასიც ცოტა იქნება,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი: პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, თუმცა არ იციან, როგორ მიაღწიონ ამასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები