გიორგი სიორიძე - ალბათ, თითოეულ მოსამართლეს აწუხებს ფარსსა და ისტორიულ დანაშაულში მონაწილეობა - არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, არიან დეზორგანიზებულები და მათი უარიც უსუსურად გამოიყურება
გიორგი სიორიძის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი ივანიშვილის დანაშაულებრივი გეგმაა ქვეყანაში დემოკრატიის გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლო კი დეზორგანიზებულია და არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის პოლიტიკური დოკუმენტი. იქ არის ბევრი მონაჭორი, რაც “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ მტკიცებულების სახით შემოგვასაღოს. ვერანაირ სტანდარტს, არამხოლოდ საერთაშორისოს, არამედ ქართულ საკონსტიტუციო მართლმსაჯულებისასაც ეს ვერ უძლებს. ამიტომაც არის გაერთიანებული ყველა პარტიის სარჩელი ერთად , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.
სიორიძის თქმით, კომისიის დასკვნა “ქართულ ოცნებას” თავის ბოროტ პოლიტიკურ ზრახვაში ამხელს.
“თავად საკონსტიტუციო სასამართლო არის დეზორგანიზებული, არ არის კონკრეტულად გაწერილი პროცედურები ასეთი ტიპის პროცესისათვის, რაც მათ, ერთი მხრივ, უტოვებს სივრცეს, რომ თავად დააწესონ რაღაც სტანდარტები, მაგრამ, ამავდროულად, იციან, რა არის დავალება. ეს არის ივანიშვილის დანაშაულებრივი გეგმა, რომ ამ ქვეყანაში გაუქმდეს დემოკრატია, აიკრძალოს, პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია და დაახლოებით, მილიონი ამომრჩეველი. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის კონსტიტუციურ ვალდებულებად და წესად ქცევას.
ეს ორი მიზანი აქვს ამ სარჩელს, რაც, რა თქმა უნდა, აწუხებს, ალბათ, თითოეულ მოსამართლეს ამ ფარსსა და ისტორიულ დანაშაულში მონაწილეობა. მათ უწევთ მხარეების მოსმენა პროცედურებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. ერთი მხრივ ამბობენ, რომ უნდა ვისაუბროთ სამართლებრივი არგუმენტებით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პარტიების აკრძალვას, თვითონ პარტიების სამართალი პოლიტიკური სამართალია. როდესაც “ქართული ოცნების” სარჩელი ეყრდნობა პოლიტიკურ განცხადებებს და ამავდროულად სასამართლო ითხოვს, რომ გავმიჯნოთ ჩვენ პოლიტიკური სამართლებრივისგან, თავადვე შედიან სპირალსა და ლაბირინთში, ამ თვალსაზრისით არიან დეზორგანიზებულები და მათი ნებისმიერი უარიც გამოიყურება უსუსურად.
ეს ძალიან მყარ საფუძველს ქმნის “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენისთვის, იმ სისტემის განაჩენისთვის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა და რომელიც აუცილებლად დაინგრევა.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნას, ეს არის პოლიტიკური დოკუმენტი. იქ არის ბევრი მონაჭორი, რაც “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ მტკიცებულების სახით შემოგვასაღოს. ვერანაირ სტანდარტს, არამხოლოდ საერთაშორისოს, არამედ ქართული საკონსტიტუციო მართლმსაჯულებისასაც ეს ვერ უძლებს. ამიტომაც არის გაერთიანებული ყველა პარტიის სარჩელი ერთად. ის ამხელს “ქართულ ოცნებას” თავის ბოროტ პოლიტიკურ ზრახვაში”, - განაცხადა სიორიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ჩვენი შუამდგომლობაა საგამოძიებო დასკვნა არ იქნეს მტკიცებულებად დაშვებული - გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე
- ინტერპრესნიუსიგიორგი სიორიძე - სად გადის ზღვარი მტკიცებულებასა და სქოლიოს შორის გაუგებარია, „ქართული ოცნების“ ძირითადი სასარჩელო მოთხოვნები, რასაც ეყრდნობიან, სწორედ პოლიტიკური განცხადებებია
- პირველი არხიგიორგი სიორიძე – ეს სასამართლო პროცესი პრეცედენტულია ჩვენი ქვეყნისთვის, საქმე ეხება მილიონი ქართველისთვის არჩევანის წართმევას, საფრთხე დგება, დაკანონდეს ერთპარტიული დიქტატურა
ციტატები სტატიიდან
„თავად საკონსტიტუციო სასამართლო არის დეზორგანიზებული, არ არის კონკრეტულად გაწერილი პროცედურები ასეთი ტიპის პროცესისათვის, რაც მათ, ერთი მხრივ, უტოვებს სივრცეს, რომ თავად დააწესონ რაღაც სტანდარტები, მაგრამ, ამავდროულად, იციან, რა არის დავალება. ეს არის ივანიშვილის დანაშაულებრივი გეგმა, რომ ამ ქვეყანაში გაუქმდეს დემოკრატია, აიკრძალოს, პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია და დაახლოებით, მილიონი ამომრჩეველი. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის კონსტიტუციურ ვალდებულებად და წესად ქცევას. ეს ორი მიზანი აქვს ამ სარჩელს, რაც, რა თქმა უნდა, აწუხებს, ალბათ, თითოეულ მოსამართლეს ამ ფარსსა და ისტორიულ დანაშაულში მონაწილეობა. მათ უწევთ მხარეების მოსმენა პროცედურებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. ერთი მხრივ ამბობენ, რომ უნდა ვისაუბროთ სამართლებრივი არგუმენტებით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პარტიების აკრძალვას, თვითონ პარტიების სამართალი პოლიტიკური სამართალია. როდესაც “ქართული ოცნების” სარჩელი ეყრდნობა პოლიტიკურ განცხადებებს და ამავდროულად სასამართლო ითხოვს, რომ გავმიჯნოთ ჩვენ პოლიტიკური სამართლებრივისგან, თავადვე შედიან სპირალსა და ლაბირინთში, ამ თვალსაზრისით არიან დეზორგანიზებულები და მათი ნებისმიერი უარიც გამოიყურება უსუსურად. ეს ძალიან მყარ საფუძველს ქმნის “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენისთვის, იმ სისტემის განაჩენისთვის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა და რომელიც აუცილებლად დაინგრევა. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნას, ეს არის პოლიტიკური დოკუმენტი. იქ არის ბევრი მონაჭორი, რაც “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ მტკიცებულების სახით შემოგვასაღოს. ვერანაირ სტანდარტს, არამხოლოდ საერთაშორისოს, არამედ ქართული საკონსტიტუციო მართლმსაჯულებისასაც ეს ვერ უძლებს. ამიტომაც არის გაერთიანებული ყველა პარტიის სარჩელი ერთად. ის ამხელს “ქართულ ოცნებას” თავის ბოროტ პოლიტიკურ ზრახვაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…