პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩვენი შუამდგომლობაა საგამოძიებო დასკვნა არ იქნეს მტკიცებულებად დაშვებული - გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვისქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ მათი შუამდგომლობაა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა მტკიცებულებად არ იქნეს დაშვებული.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთში განახლდება. სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, მანამდე კი მხარეები სარჩელზე 5 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. დარბაზში იყო კამათი და რეპლიკები.

სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებისთვის," "ლელოს," "ფედერალისტებისა" და "გახარია" საქართველოსთვის აკრძალვას. კონსტიტუციურ სარჩელს, ასევე, თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, მათი შუამდგომლობა საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებად არ მიღებას ეხება.

"ამ კომისიის დასკვნის მტკიცებულებად არ მიღება არის ჩვენი შუამდგომლობა. ეს საგამოძიებო დასკვნა არ იქნეს მტკიცებულებად დაშვებული ისევე, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რის გამოც აპირებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში აკრძალონ," - განაცხადა "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი სიორიძე - სად გადის ზღვარი მტკიცებულებასა და სქოლიოს შორის გაუგებარია, „ქართული ოცნების“ ძირითადი სასარჩელო მოთხოვნები, რასაც ეყრდნობიან, სწორედ პოლიტიკური განცხადებებია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი სიორიძე - ალბათ, თითოეულ მოსამართლეს აწუხებს ფარსსა და ისტორიულ დანაშაულში მონაწილეობა - არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, არიან დეზორგანიზებულები და მათი უარიც უსუსურად გამოიყურება
  3. პირველი არხისამთავრობოგიორგი სიორიძე – ეს სასამართლო პროცესი პრეცედენტულია ჩვენი ქვეყნისთვის, საქმე ეხება მილიონი ქართველისთვის არჩევანის წართმევას, საფრთხე დგება, დაკანონდეს ერთპარტიული დიქტატურა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები