ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 135-ე შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ერგნეთში IPRM-ის 135-ე შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მკაცრად მოითხოვეს.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 135-ე შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 135-ე შეხვედრა გაიმართაინტერპრესნიუსი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 135-ე შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს, წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა ინციდენტი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.

ასევე, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმი.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია.

IPRM-ის მორიგი შეხვედრის თარიღად 15 დეკემბერი განისაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 135-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები