ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე ქართული მხარე ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს 10 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. სუს-ის წარმომადგენელ ირაკლი ანთაძის თქმით, დღის წესრიგშია ბორდერიზაციის 2 ახალი ფაქტიც.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობსრუსთავი 2

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა დაიწყო. მხარეები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელებენ.

ქართული მხარე შეხვედრაზე დააყენებს ადამიანის უფლებების დარღვევის, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებისა და ბორდერიზაციის საკითხებს. საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეთა უკანონო დაკავების ახალი შემთხვევა არ მომხდარა. დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 2 ფაქტი. ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, შეხვედრაზე მკაცრად იქნება მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობოდ გათავისუფლება.

"შეხვედრებს შორის პერიოდში უკანონო დაკავებებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ოკუპირებულ ცხინვალში დღემდე იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში ჩვენი მოქალაქეები, მათი რიცხვი არის - 10 და დღევანდელ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, მკაცრად იქნება მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობოდ გათავისუფლება. ასევე, იქნება აქტიური განხილვის სქემა დღევანდელ შეხვედრაზე, ქალბატონი თამარი ითხოვს ერთადერთ რამეს - უფლებას, დაბრუნდეს საკუთარ სახლში", - აცხადებს ირაკლი ანთაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეხვედრებს შორის პერიოდში უკანონო დაკავებებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ოკუპირებულ ცხინვალში დღემდე იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში ჩვენი მოქალაქეები, მათი რიცხვი არის - 10 და დღევანდელ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, მკაცრად იქნება მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობოდ გათავისუფლება. ასევე, იქნება აქტიური განხილვის სქემა დღევანდელ შეხვედრაზე, ქალბატონი თამარი ითხოვს ერთადერთ რამეს - უფლებას, დაბრუნდეს საკუთარ სახლში“
ირაკლი ანთაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 135-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები