ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 135-ე შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში IPRM-ის შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენლებმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლება მკაცრად მოითხოვეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 135-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დეტალურად მიმოიხილეს, წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა ინციდენტი. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.
ასევე, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია.
IPRM-ის მორიგი შეხვედრის თარიღად 15 დეკემბერი განისაზღვრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…