თამაზ გინტურის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა
თამაზ გინტურის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა, თუმცა დანაშაულზე დაწყებული გამოძიების მიუხედავად, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიცემულა. მოკლულის ოჯახი დამნაშავეთა იდენტიფიცირებასა და მათ დასჯას კვლავ უშედეგოდ ითხოვს.

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი და დაუსჯელი დამნაშავეები - თამაზ გინტურის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა.
ვინ იყვნენ ე.წ. სამხედროები, ვინც არარსებულ საზღვართან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი პირდაპირ ეკლესიასთან ჩაცხრილეს, ისევ გაურკვეველია.
მკვლელობის ფაქტზე უკვე სამი წელია გამოძიება მიდის, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა.
ოჯახი მკვლელების იდენტიფიცირებას და მათ დასჯას ამ ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური სამი წლის წინ, 6 ნოემბერს მოკლეს. ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…