პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ისრაელის ელჩ ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობა, რეგიონის უსაფრთხოება და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა განიხილეს.

ეკა სეფაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
რუსთავი 2

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ისრაელის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებებს, ასევე განათლების, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებს.

მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს. როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც არაერთი კონფლიქტური და დაძაბულობის კერა არსებობს, საქართველო თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ მშვიდობიანი გზით წარმართავს და ქვეყანაში სტაბილურ და მშვიდ გარემოს ინარჩუნებს.

ეკა სეფაშვილმა დიპლომატს ისრაელის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები