ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – „ალდემ“ საქართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტს მხარი დაუჭირა, მაშინ არ უთქვამთ, რა არის დემოკრატიაზე დარტყმა, ახლა ზღაპრები თავიანთ მომიტინგეებს მოუყვნენ

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ალდემ“ საქართველოში ოპოზიციის მიერ არჩევნების ბოიკოტს მხარი დაუჭირა და ახლა ზღაპრებს საკუთარ მომიტინგეებს უნდა მოუყვეს. ALDE-მ მანამდე განაცხადა, რომ ოპოზიციის აკრძალვის საფრთხე ასობით ათას ამომრჩეველს წარმომადგენლობას ართმევს.

ირაკლი ქადაგიშვილი – „ალდემ“ საქართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტს მხარი დაუჭირა, მაშინ არ უთქვამთ, რა არის დემოკრატიაზე დარტყმა, ახლა ზღაპრები თავიანთ მომიტინგეებს მოუყვნენ
ირაკლი ქადაგიშვილი – „ალდემ“ საქართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტს მხარი დაუჭირა, მაშინ არ უთქვამთ, რა არის დემოკრატიაზე დარტყმა, ახლა ზღაპრები თავიანთ მომიტინგეებს მოუყვნენპირველი არხი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ალდემ“ საქართველოში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების ბოიკოტს მხარი დაუჭირა და მაშინ არ დაფიქრებულა, რომ ამ პარტიებმა საქართველოში კონკურენტუნარიან გარემოში და ამომრჩეველთა ნების ამსახველ არჩევნებში თავიანთი ამომრჩევლის ნება უარყვეს.

„მათ ამ პარტიებისთვის არ უთქვამთ, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესის ჩაშლა და თავიანთი ამომრჩევლის უგულებელყოფა. რა არის დემოკრატიაზე დარტყმა, ეს მაშინ არ უთქვამთ. მაშინ აქაურ რადიკალებს ტაში დაუკრეს, აქციებისკენ მოუწოდეს და ბარიკადებისკენ მიუთითეს. ახლა ეს ზღაპრები თავიანთ ქვეყნებში თავიანთ მომიტინგეებს მოუყვნენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის“ (ALDE) განაცხადა, რომ „მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას“.

საკონსტიტუციო სასამართლო ამ წუთებში განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ ამ პარტიებისთვის არ უთქვამთ, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესის ჩაშლა და თავიანთი ამომრჩევლის უგულებელყოფა. რა არის დემოკრატიაზე დარტყმა, ეს მაშინ არ უთქვამთ. მაშინ აქაურ რადიკალებს ტაში დაუკრეს, აქციებისკენ მოუწოდეს და ბარიკადებისკენ მიუთითეს. ახლა ეს ზღაპრები თავიანთ ქვეყნებში თავიანთ მომიტინგეებს მოუყვნენ“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ალდე“ – მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები