ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი ALDE-სა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებებზე - ეს მიკერძოებულ ორგანიზაციათა გამოხმაურებებია - როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი აქვთ და დემოკრატია მხოლოდ სიტყვის მასალად აქვთ გამოყენებული, რა თქმა უნდა, ნიანგის ცრემლებს დაღვრიან

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი ქადაგიშვილმა ALDE და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციებმა „ქართული ოცნების“ მიერ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა დაგმეს და ევროკავშირს სანქციებისკენ მოუწოდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი ALDE-სა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებებზე - ეს მიკერძოებულ ორგანიზაციათა გამოხმაურებებია - როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი აქვთ და დემოკრატია მხოლოდ სიტყვის მასალად აქვთ გამოყენებული, რა თქმა უნდა, ნიანგის ცრემლებს დაღვრიან
ირაკლი ქადაგიშვილი ALDE-სა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებებზე - ეს მიკერძოებულ ორგანიზაციათა გამოხმაურებებია - როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი აქვთ და დემოკრატია მხოლოდ სიტყვის მასალად აქვთ გამოყენებული, რა თქმა უნდა, ნიანგის ცრემლებს დაღვრიანინტერპრესნიუსი

ეს გამოხმაურება არის, მიკერძოებულ პირთა და მიკერძოებულ ორგანიზაციათა გამოხმაურება, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის და ALDE-ს განცხადებებს უპასუხა.

მისი თქმით, “როცა აქვთ კონკრეტული, ვიწრო პოლიტიკური მიზანი და დემოკრატია მხოლოდ სიტყვის მასალად აქვთ გამოყენებული, ამ შემთხვევაში ნიანგის ცრემლებს დაღვრიან”.

“ეს გამოხმაურება არის, მიკერძოებულ პირთა და მიკერძოებულ ორგანიზაციათა გამოხმაურება.

იმიტომ, რომ თუ, მაგალითად, თქვენ შეხვალთ ზოგადად დისკუსიაში ან ALDE-სან, ან ნორვეგიის ამ ორგანიზაციასთან და ზოგადად არ ეტყვით, რომ საქართველოსთან გაქვთ საქმე და ეტყვით, რომ პარტიები, რომლებიც თანმიმდევრულად, რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, ყოველ ჯერზე არჩევნების შედეგებს უარყოფენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აანონსებენ და იწყებენ გადატრიალებისა და რევოლუციური სცენარების განხორციელებას.

ისინი მაშინვე, მყისიერად გეტყვიან, რომ ეს არის დემოკრატიის ძირის გამოთხრა, ეს არის დემოკრატიაზე თავდასხმა და ასეთ პარტიებს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება ან რაიმე სამართლებრივი სტატუსი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. პირველ რიგში, თავიანთ ქვეყნებზე გეტყვიან ამას.

ეს არის ის ოქროს სტანდარტი, რომელსაც როგორც სამაგიდო წიგნიდან ამოკითხულს, ისე გეტყვიან.

მაგრამ როცა აქვთ კონკრეტული, ვიწრო პოლიტიკური მიზანი და აქ დემოკრატია უკვე მათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის მასალად აქვთ გამოყენებული, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ნიანგის ცრემლებს ისინი დაღვრიან”, - განმარტა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი 2024 წლის სადავო არჩევნების, მასშტაბური საპროტესტო აქციების, რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკური პატიმრების ზრდის ფონზე ხდება, რაც ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ უბიძგებს. უწყება ევროპულ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას და შეაჩერონ ფუნდამენტური უფლებებისა და ოპოზიციური ხმების შეზღუდვა.

ასევე, ALDE აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ქვეყანაში დემოკრატიულ კონკურენციას კიდევ უფრო შეზღუდავს. ორგანიზაცია მოითხოვს, შეწყდეს პარტიების აკრძალვის პროცესი და ევროკავშირმა გაამკაცროს პერსონალური სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როცა აქვთ კონკრეტული, ვიწრო პოლიტიკური მიზანი და დემოკრატია მხოლოდ სიტყვის მასალად აქვთ გამოყენებული, ამ შემთხვევაში ნიანგის ცრემლებს დაღვრიან“
„ეს გამოხმაურება არის, მიკერძოებულ პირთა და მიკერძოებულ ორგანიზაციათა გამოხმაურება. იმიტომ, რომ თუ, მაგალითად, თქვენ შეხვალთ ზოგადად დისკუსიაში ან ALDE-სან, ან ნორვეგიის ამ ორგანიზაციასთან და ზოგადად არ ეტყვით, რომ საქართველოსთან გაქვთ საქმე და ეტყვით, რომ პარტიები, რომლებიც თანმიმდევრულად, რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, ყოველ ჯერზე არჩევნების შედეგებს უარყოფენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აანონსებენ და იწყებენ გადატრიალებისა და რევოლუციური სცენარების განხორციელებას. ისინი მაშინვე, მყისიერად გეტყვიან, რომ ეს არის დემოკრატიის ძირის გამოთხრა, ეს არის დემოკრატიაზე თავდასხმა და ასეთ პარტიებს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება ან რაიმე სამართლებრივი სტატუსი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. პირველ რიგში, თავიანთ ქვეყნებზე გეტყვიან ამას. ეს არის ის ოქროს სტანდარტი, რომელსაც როგორც სამაგიდო წიგნიდან ამოკითხულს, ისე გეტყვიან. მაგრამ როცა აქვთ კონკრეტული, ვიწრო პოლიტიკური მიზანი და აქ დემოკრატია უკვე მათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის მასალად აქვთ გამოყენებული, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ნიანგის ცრემლებს ისინი დაღვრიან“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს - ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები