ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბოლო ათწლეულში, ევროკავშირის ქვეყნებში, 150-მდე პარტიის აკრძალვა ვიხილეთ, 22 პარტია აიკრძალა უკრაინაში - ამაზე არავის პრეტენზია არ ჰქონია, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ინტერესი მიკერძოებულია - ლევან მაჭავარიანი

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროპაში 150-მდე პარტიის აკრძალვას კრიტიკა არ მოჰყოლია, საქართველოში კი ოპოზიციის აკრძალვის საკითხზე უცხოეთიდან მიკერძოებული ინტერესია, რადგან ეს პარტიები გარედან იმართებიან.

ბოლო ათწლეულში, ევროკავშირის ქვეყნებში, 150-მდე პარტიის აკრძალვა ვიხილეთ, 22 პარტია აიკრძალა უკრაინაში - ამაზე არავის პრეტენზია არ ჰქონია, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ინტერესი მიკერძოებულია - ლევან მაჭავარიანი
ბოლო ათწლეულში, ევროკავშირის ქვეყნებში, 150-მდე პარტიის აკრძალვა ვიხილეთ, 22 პარტია აიკრძალა უკრაინაში - ამაზე არავის პრეტენზია არ ჰქონია, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ინტერესი მიკერძოებულია - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ საქართველოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვის კრიტიკას მმართველ გუნდში პასუხობენ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროპაში 150-მდე პარტია აიკრძალა და ამ საკითხს კრიტიკა არავის მხრიდან მოჰყოლია.

მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაშიც პროცესი სამართლებრივად გამართულია, თუმცა არსებობს მიკერძოებული ინტერესი, რადგან პარტიები, რომელთა წინააღმდეგაც დავა გრძელდება, უცხო ქვეყნის დავალებებს ასრულებენ.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნებში, 150-მდე პარტიის აკრძალვა ვიხილეთ. 22 პარტია აიკრძალა უკრაინაში. თუ არ ვცდები, ბოლო სამ წელში, 8 პარტია აიკრძალა მოლდოვაში. არავის პრეტენზია არ ჰქონდა ამაზე, ვინაიდან ეს ყველაფერი სამართლებრივად გამართული იყო.

ანალოგიურთან გვაქვს საქმე საქართველოში, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ინტერესი არის მიკერძოებული. მიკერძოებულია ეს ინტერესი, ვინაიდან ეს აგენტურული პარტიები იმართებიან გარედან. მათ პატრონებს არ სურთ, რომ ბერკეტები დაკარგონ საქართველოში და ცდილობენ, გამოესარჩლონ, თუმცა ის განცხადებები, რასაც საზღვარგარეთიდან აკეთებენ, არის კონტრპროდუქტიული მათთვის, ვინაიდან ეს ყველაფერი არგუმენტებზე არ არის დამყარებული, მხოლოდ მათი სურვილია, რომ მათი აგენტურა გადარჩეს.

ეს საზოგადოებისთვის არის იმის მანიშნებელი, რომ აგენტურული ოპოზიციონერული პარტიები უნდა გაქრნენ პოლიტიკური ველიდან", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნებში, 150-მდე პარტიის აკრძალვა ვიხილეთ. 22 პარტია აიკრძალა უკრაინაში. თუ არ ვცდები, ბოლო სამ წელში, 8 პარტია აიკრძალა მოლდოვაში. არავის პრეტენზია არ ჰქონდა ამაზე, ვინაიდან ეს ყველაფერი სამართლებრივად გამართული იყო. ანალოგიურთან გვაქვს საქმე საქართველოში, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ინტერესი არის მიკერძოებული. მიკერძოებულია ეს ინტერესი, ვინაიდან ეს აგენტურული პარტიები იმართებიან გარედან. მათ პატრონებს არ სურთ, რომ ბერკეტები დაკარგონ საქართველოში და ცდილობენ, გამოესარჩლონ, თუმცა ის განცხადებები, რასაც საზღვარგარეთიდან აკეთებენ, არის კონტრპროდუქტიული მათთვის, ვინაიდან ეს ყველაფერი არგუმენტებზე არ არის დამყარებული, მხოლოდ მათი სურვილია, რომ მათი აგენტურა გადარჩეს. ეს საზოგადოებისთვის არის იმის მანიშნებელი, რომ აგენტურული ოპოზიციონერული პარტიები უნდა გაქრნენ პოლიტიკური ველიდან“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები