თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ჩვენს სარჩელზე მათი საპასუხო რეაქცია არის სიყალბეზე და არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე ოპონენტების რეაქცია სიყალბესა და არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული.

მათი საპასუხო რეაქცია ჩვენს სარჩელზე არის სიყალბესა და არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შეფასებისას.
„მათ არ გააჩნიათ რეალური არგუმენტაცია იმის გასაბათილებლად, რომ გაამართლონ ის საქციელი, რაც ჩაიდინეს ამ პერიოდის განმავლობაში და რის გამოც ჩვენ ვედავებით, ვამბობთ და ვამტკიცებთ, რომ არაკონსტიტუციურად იქცეოდნენ და შესაბამისად, ასე უნდა შეაფასოს ეს სასამართლომ", - აღნიშნა შარმანაშვილმა.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სასამართლო სხდომა დღეს კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…