ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლადო სადღობელაშვილი ჩუბინიძის დაკავებაზე: ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს

ანალიტიკოს ლადო სადღობელაშვილის თქმით, დომენტი ჩუბინიძის დაკავება კანონის წინაშე თანასწორობის დასტურია და ვინც ცრუ ინფორმაციით სახელმწიფოს დაზიანებას შეეცდება, აუცილებლად მის ბედს გაიზიარებს.

ლადო სადღობელაშვილი ჩუბინიძის დაკავებაზე: ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს
ლადო სადღობელაშვილი ჩუბინიძის დაკავებაზე: ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედსრუსთავი 2

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დომენტი (დიტო) ჩუბინიძის დაკავების შესახებ, რომელსაც ბრალად სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი ედება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, როდესაც პირი საკუთარ საქმიანობასა და გავლენას ქვეყნის ინტერესების დაზიანებასა და საბოტაჟს უთმობს, ეს უკვე აღარ არის ჟურნალისტიკა, ეს საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ღალატია.

მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა და ქვეყნის შიგნიდან რყევის მცდელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„დღეს, ქვეყნის წინაშე უამრავი შიდა თუ გარე გამოწვევაა, თითოეული მოქალაქის და განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობა ასმაგდება. სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის მონაპოვარია, თუმცა ის არასდროს ნიშნავს საკუთარი ქვეყნის, მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებას.

- გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დომენტი (დიტო) ჩუბინიძის დაკავების შესახებ, რომელსაც ბრალად სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი ედება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

- როდესაც პირი საკუთარ საქმიანობასა და გავლენას ქვეყნის ინტერესების დაზიანებასა და საბოტაჟს უთმობს, ეს უკვე აღარ არის ჟურნალისტიკა ეს საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ღალატია. ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა და ქვეყნის შიგნიდან რყევის მცდელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს: ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს!

- სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქეები და სტაბილურობა ნებისმიერი დესტრუქციული ქმედებისგან.“ - წერს სადღობელაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს, ქვეყნის წინაშე უამრავი შიდა თუ გარე გამოწვევაა, თითოეული მოქალაქის და განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობა ასმაგდება. სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის მონაპოვარია, თუმცა ის არასდროს ნიშნავს საკუთარი ქვეყნის, მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებას. - გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დომენტი (დიტო) ჩუბინიძის დაკავების შესახებ, რომელსაც ბრალად სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი ედება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. - როდესაც პირი საკუთარ საქმიანობასა და გავლენას ქვეყნის ინტერესების დაზიანებასა და საბოტაჟს უთმობს, ეს უკვე აღარ არის ჟურნალისტიკა ეს საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ღალატია. ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა და ქვეყნის შიგნიდან რყევის მცდელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს: ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს! - სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქეები და სტაბილურობა ნებისმიერი დესტრუქციული ქმედებისგან.“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები