კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში პირველად იმართება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დღე
სამხატვრო აკადემიაში პირველად გაიხსნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიება „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026“, რომლის პირველი თემა ტრადიციული ტექსტილია.

"ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026", სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო ღონისძიება გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიება საქართველოში პირველად იმართება და ტრადიციული ტექსტილის კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიას, ხელოვნებასა და თანამედროვე ინტერპრეტაციებს ეძღვნება. ღონისძიების გახსნას კულტურის მინისტრის მოადგილე დაესწრო.
როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე, ნათია შამათავა აღნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დღე თანხვედრაშია იუნესკოს გადაწყვეტილებასთან.
"მიხარია, რომ ეს ჩვენი ინიციატივა არის თანხვედრაში იუნესკოს გადაწყვეტილებასთან, რომ აღინიშნოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დღე და ნიშანდობლივია, ისიც, რომ ამ ღონისძიების პირველი თემა გახლავთ ტექსტილის ტრადიცია, ტექსტილთან დაკავშირებული ჩვენი ტრადიცია ეს იქნება: ქარგვა თექის დამუშავება თუ ბუნებრივი საღებავით ღებვა გახლავთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი", - აცხადებს ნათია შამათავა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მიხარია, რომ ეს ჩვენი ინიციატივა არის თანხვედრაში იუნესკოს გადაწყვეტილებასთან, რომ აღინიშნოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დღე და ნიშანდობლივია, ისიც, რომ ამ ღონისძიების პირველი თემა გახლავთ ტექსტილის ტრადიცია, ტექსტილთან დაკავშირებული ჩვენი ტრადიცია ეს იქნება: ქარგვა თექის დამუშავება თუ ბუნებრივი საღებავით ღებვა გახლავთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.