ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - „მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა“ მასპინძლობს

კულტურის სამინისტრო

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ. კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავას განცხადებით, მუზეუმები თანამედროვე ტექნოლოგიებით უფრო ინტერაქტიული და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - „მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა“ მასპინძლობს
საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - „მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა“ მასპინძლობსიმედინიუსი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - „მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა“ მასპინძლობს.

ფორუმის გახსნის ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო.

ფორუმში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ინგლისიდან. ღონისძიების მიზანი სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური წრეების წარმომადგენლების, სამუზეუმო განათლების პრაქტიკოსების, მუზეუმის პროფესიონალების, კურატორების, გიდ-პედაგოგებისა და კულტურის სფეროს მკვლევრების გამოცდილებისა და ინოვაციური პრაქტიკის გასაზიარებლად გაერთიანებაა.

,,მუზეუმები არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, არამედ განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი სივრცეა. დღევანდელი ფორუმი სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და იმსჯელონ, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მუზეუმები საზოგადოებისთვის უფრო საინტერესო, ინტერაქტიული და ხელმისაწვდომი გახდეს", - აღნიშნა ნათია შამათავამ.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა XXI საუკუნეში მუზეუმების როლისა და ფუნქციების ცვლილებაზე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მისიასთან ერთად, მათი საგანმანათლებლო და სოციალური როლის გაძლიერებასა და ინტერაქტიულ სივრცეებად განვითარებაზე.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმს - "მუზეუმები, როგორც სასწავლო სივრცეები: განათლება, ინტერაქცია და ჩართულობა" მასპინძლობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები