ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დღეებს საქართველო პირველად მასპინძლობს

კულტურის სამინისტრო

საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დღეებს პირველად მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც უცხოელ ექსპერტებს სამხატვრო აკადემიაში ქართული ტექსტილისა და ლურჯი სუფრის ტრადიციები გააცნეს.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დღეებს საქართველო პირველად მასპინძლობს. უცხოელ ექსპერტებს სამხატვრო აკადემიის "ლურჯი სუფრის სახელოსნოში" უნიკალური ქართული ტექნოლოგია და ქართული ქსოვილის ტრადიციები გააცნეს. ტექსტილი, როგორც ქართული ტრადიციული რეწვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - ქსოვილის დამუშავების, ქსოვის, ქარგვის, თექის დამზადებისა და ბუნებრივი საღებავების ტრადიციაა, რომელიც თაობებს გადაეცემოდა.

ღონისძიება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელსაც იუნესკო 2023 წლიდან აღნიშნავს.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა კი ტექსტილი იყო. ვორქშოფის შემდეგ უცხოელმა სტუმრებმა მოდის დიზაინის ფაკულტეტი დაათვალიერეს. ქართველი ხელოვანები და დიზაინერები დღესაც იყენებენ ძველ, ავთენტურ ტექნიკას, რაც ცოცხალი მემკვიდრეობის განვითარებას უწყობს ხელს.

ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები, კულტურის სამინისტროს ინიციატივით და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.

"ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026" სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, ისე მასტერკლასებს და ვორქშოფებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში პირველად იმართება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დღეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები