პეტრ პაველი - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის „დიზელის გარიგებამ“ სამშვიდობო პროცესში წინსვლა შეაფერხა
ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის განცხადებით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის „დიზელის გარიგებამ“ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაშალა და მოსკოვს „ამოსუნთქვის საშუალება“ მისცა.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის „დიზელის გარიგებამ“ სამშვიდობო პროცესში წინსვლა შეაფერხა, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
პეტრ პაველის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ძალიან ახლოს“ იყო, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რუსულ დიზელის საწვავზე დაწესებული სანქციების გაუქმებით იგი ჩაიშალა.
მისი თქმით, ტრამპის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც, რუსეთმა აშშ-ს ასობით ათასი ტონა დიზელის საწვავი უნდა მიაწოდოს, მოსკოვს „ამოსუნთქვის საშუალება“ მისცა.
„ახლა გაცილებით რთული იქნება. რუსეთი ამ იმპულსს ზეწოლიდან თავის დასაღწევად იყენებს და ეს მისთვის ერთგვარი მორალური წამახალისებელი ბიძგია“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
ციტატები სტატიიდან
„ახლა გაცილებით რთული იქნება. რუსეთი ამ იმპულსს ზეწოლიდან თავის დასაღწევად იყენებს და ეს მისთვის ერთგვარი მორალური წამახალისებელი ბიძგია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.