ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა სუსტია და მას სერიოზულად აღარ აღიქვამენ, რადგან გაერთიანებაში დაქსაქსულობას ხედავენ

ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის განცხადებით, ევროპა სუსტია, დაქსაქსულობის გამო მას სერიოზულად აღარ აღიქვამენ და გადაწყვეტილების გაჭიანურების გამო გაერთიანება მნიშვნელობას დაკარგავს. მან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა რუსეთთან დიზელის შეთანხმების გამო.

ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა სუსტია და მას სერიოზულად აღარ აღიქვამენ, რადგან გაერთიანებაში დაქსაქსულობას ხედავენ
ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა სუსტია და მას სერიოზულად აღარ აღიქვამენ, რადგან გაერთიანებაში დაქსაქსულობას ხედავენიმედინიუსი

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ევროპას სუსტი უწოდა და თქვა რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირსა და ევროპას სერიოზულად აღარ აღიქვამენ, რადგან ხედავენ დაქსაქსულობას გაერთიანებაში.

მისი განმარტებით ევროკავშირი დიდ დროს კარგავს გადაწყვეტილებების მიღებისას და თუ ეს სწრაფად არ შეიცვლება გაერთიანება მნიშვნელობას დაკარგავს.

მისი თქმით, მსოფლიო გლობალური მოთამაშეების ეპოქაში შედის, ევროპა კი ჯერჯერობით ამ ლიგაში ვერ ხვდება.

ამასთანავე, ჩეხეთის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან დიზელის საწვავზე მიღწეული შეთანხმების გამო და აღნიშნა, რომ მოსკოვს შეუძლია მთელი ყურადღება ვაშინგტონსა და პეკინთან გარიგებებზე გადაიტანოს, უკრაინისა და ევროპის ინტერესების სრული იგნორირებით.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი: უკრაინაში ომის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ბაიდენი რუსეთის მასხრად აგდებით იყო დაკავებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები