ქობულეთის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გამოავლინეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და უკანონო ხე-ტყე, მათ შორის 37 მორი და ფიცარი ამოიღეს. უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გამოავლინეს.
მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიიდან ამოღებულია წიწვოვანი სახეობის 37 მორი და 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.