ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი სამმხრივ შეხვედრაზე: მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მხარს უჭერს სამმხრივი შეხვედრის სწრაფად გამართვას და მზადაა ცეცხლის შეწყვეტისა თუ ომის დასრულების წინადადებების განსახილველად.

ზელენსკი სამმხრივ შეხვედრაზე: მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც
ზელენსკი სამმხრივ შეხვედრაზე: მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეცალია

რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას, თუმცა შეხვედრის ვადები უცნობია- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბარში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი სტივ უიტკოფის რუსეთის მხარესთან შეხვედრას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

“მნიშვნელოვანია, რომ დღეს შედგა სტივ უიტკოფის რუსულ მხარესთან შეხვედრა. ჩვენ მივიღეთ გამოხმაურება იმაზე, რომ რუსეთი, როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე ამ შეხვედრის რაც შეიძლება სწრაფად გამართვის წინადადებით გამოდის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. არ ვიცი ამ შეხვედრის საბოლოო ვადები რა იქნება,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ შესაძლო შეხვედრის დღის წესრიგად რჩება ომის დასრულება, მშვიდობის დაახლოება და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მომზადება.

ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც, ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზეც, და ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტაზეც, ნებისმიერ შემთხვევაში, და ასევე ჰუმანიტარულ ინიციატივებზე, ტყვეების დაბრუნებაზე და დიპლომატიაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ პუტინს ზელენსკისთან და ტრამპთან პირისპირ მოლაპარაკებებს შესთავაზებს - ოთხშაბათს სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები