ვოლოდიმირ ზელენსკი სამმხრივ შეხვედრაზე - მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც - ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას ემხრობა; უკრაინა მხარს დაუჭერს წინადადებას როგორც ცეცხლის შეწყვეტაზე, ისე ომის დასრულებაზე, თუმცა შეხვედრის ვადები ჯერ უცნობია.

რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბარში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის ვადები უცნობია.
“მნიშვნელოვანია, რომ დღეს შედგა სტივ უიტკოფის რუსულ მხარესთან შეხვედრა. ჩვენ მივიღეთ გამოხმაურება იმაზე, რომ რუსეთი, როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე ამ შეხვედრის რაც შეიძლება სწრაფად გამართვის წინადადებით გამოდის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. არ ვიცი ამ შეხვედრის საბოლოო ვადები რა იქნება,” - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამ შესაძლო შეხვედრის დღის წესრიგად რჩება ომის დასრულება, მშვიდობის დაახლოება და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მომზადება.
“ამ დღის წესრიგის შესამუშავებლად გუნდები საუბარს გააგრძელებენ. არ ვიცი როდის შედგება ეს შეხვედრა…
ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც, ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზეც, და ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტაზეც, ნებისმიერ შემთხვევაში, და ასევე ჰუმანიტარულ ინიციატივებზე, ტყვეების დაბრუნებაზე და დიპლომატიაზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს შედგა სტივ უიტკოფის რუსულ მხარესთან შეხვედრა. ჩვენ მივიღეთ გამოხმაურება იმაზე, რომ რუსეთი, როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე ამ შეხვედრის რაც შეიძლება სწრაფად გამართვის წინადადებით გამოდის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. არ ვიცი ამ შეხვედრის საბოლოო ვადები რა იქნება,“
„ამ დღის წესრიგის შესამუშავებლად გუნდები საუბარს გააგრძელებენ. არ ვიცი როდის შედგება ეს შეხვედრა… ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მხარს დავუჭერთ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზეც, ომის დასრულებაზეც, ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზეც, და ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტაზეც, ნებისმიერ შემთხვევაში, და ასევე ჰუმანიტარულ ინიციატივებზე, ტყვეების დაბრუნებაზე და დიპლომატიაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…