პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ბარსელონამ“ „ასტონ ვილა“ 3:0 დაამარცხა, „ბაიერნმა“ „ატლეტიკო“ 2:0 სძლია, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „რომასთან“ 0:2-დან თამაში შემოატრიალა და 3:2 გაიმარჯვა.

"ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
სპორტალი

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეოთხე ტურის კიდევ ექვსი მატჩი ჩატარდა.

„ბარსელონამ“ აქამდე დაუმარცხებელ „ასტონ ვილას“ 3:0 სძლია და 9 ქულით ამ მომენტისთვის მეორე ადგილზეა. ერთი გოლი იამალმა გაიტანა, ორი კი რაფინიამ, რომლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში კლუბსა და ბრაზილიის ნაკრებში 15 შეხვედრაში 20 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

„ბაიერნმა“ გასვლაზე მეორე ტაიმში გატეხა „ატლეტიკო“ (2:0). მიუნხენური გუნდი 8 ქულით ჯერჯერობით მერვე პოზიციაზეა. „ინტერმა“ სტუმრად უპრობლემოდ სძლია „ფეიენოორდს“.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 58-ე წუთამდე საკუთარ მოედანზე „რომასთან“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ შემდეგ სამი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა. დუბლი მათეუს კუნიამ შეასრულა, რომელიც კომპენსირებულ დროში გააძევეს. „იუნაიტედმა“ 9-მატჩიანი მოუგებელი სერია (6 წაგება, 3 ფრე) დაასრულა.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

ატლეტიკო - ბაიერნი 0:2

გოლები: 0:1 კარლი (54), 0:2 ლაიმერი (74)

ბარსელონა. „კამპ ნოუ“

ბარსელონა - ასტონ ვილა 3:0

გოლები: 1:0 იამალი (7), 2:0 რაფინია (52), 3:0 რაფინია (64)

ბოდო. „ასპრიმა“

ბოდო გლიმტი - ლილი 0:0

როტერდამი. „დე კუიპი“

ფეიენოორდი - ინტერი 0:3

გოლები: 0:1 ბისეკი (8), 0:2 ესპოზიტო (34), 0:3 ზელინსკი (54)

ლინცი. „რაიფაიზენ არენა“

ლასკი - სლოვანი 4:0

გოლები: 1:0 იორგენსენი (19), 2:0 იორგენსენი (37), 3:0 ლიუბიჩიჩი (44), 4:0 ადენირანი (48)

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“

მანჩესტერ იუნაიტედი - რომა 3:2

გოლები: 0:1 სოულე (11), 0:2 მალენი (17, პენ), 1:2 ბრუნო ფერნანდეში (58, პენ), 2:2 კუნია (83), 3:2 კუნია (86)

გაძევება: კუნია (90+1, მანჩესტერ იუნაიტედი)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები