სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: როდესაც ერთხელ უღალატებ შენს ამომრჩეველს, მეორედ უღალატებ, მესამედ უღალატებ, ამით შენ თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც იქნება
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს პარლამენტში არშესვლით უღალატა და თავი კონსტიტუციური წესრიგის მიღმა დააყენა, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას ელოდება.

როდესაც ერთხელ უღალატებ შენს ამომრჩეველს, მეორედ უღალატებ, მესამედ უღალატებ, ამით შენ თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
კერძოდ, სუბარმა საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ილაპარაკა.
„რაც შეეხება ამომრჩეველს და 800 ათას კაცს, ამ 800 ათას კაცს, პირველ რიგში, სწორედ მათ უღალატეს, როდესაც პარლამენტში არ შევიდნენ. დღეს საოცრება იყო კიდევ. თუ არ ვცდები, გვარამია გვაყვედრიდა პარლამენტში მყოფ პარტიებს, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, მისი ექსკლუზიური უფლება იყო, რომ არ შეეწყვიტათ ჩვენთვის მანდატებიო. კი, ჩვენ არ შევედით პარლამენტში, კი, ჩვენ მოვითხოვეთ, მანდატები გაგვიუქმეთო, მაგრამ მაინც რატომ გაგვიუქმესო. ნანობს კიდეც, არადა, წინა, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში კარგად გვახსოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი ჩიოდნენ, ძალად გვამუშავებენ, არ გვიწყვეტენ მანდატებსო. ტრეფიკინგის მსხვერპლებად აცხადებდნენ თავს, თუმცა შემდეგ მაინც შემოვიდნენ პარლამენტში. როგორც ჩანს, ახლაც უნდოდათ იმავეს გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, ვიღაცებს ეტყობა მაინც სურდათ, მაგრამ როდესაც ერთხელ უღალატებ შენს ამომრჩეველს, მეორედ უღალატებ, მესამედ უღალატებ, ამით შენ თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც იქნება“, - აღნიშნა მან.
ციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება ამომრჩეველს და 800 ათას კაცს, ამ 800 ათას კაცს, პირველ რიგში, სწორედ მათ უღალატეს, როდესაც პარლამენტში არ შევიდნენ. დღეს საოცრება იყო კიდევ. თუ არ ვცდები, გვარამია გვაყვედრიდა პარლამენტში მყოფ პარტიებს, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, მისი ექსკლუზიური უფლება იყო, რომ არ შეეწყვიტათ ჩვენთვის მანდატებიო. კი, ჩვენ არ შევედით პარლამენტში, კი, ჩვენ მოვითხოვეთ, მანდატები გაგვიუქმეთო, მაგრამ მაინც რატომ გაგვიუქმესო. ნანობს კიდეც, არადა, წინა, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში კარგად გვახსოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი ჩიოდნენ, ძალად გვამუშავებენ, არ გვიწყვეტენ მანდატებსო. ტრეფიკინგის მსხვერპლებად აცხადებდნენ თავს, თუმცა შემდეგ მაინც შემოვიდნენ პარლამენტში. როგორც ჩანს, ახლაც უნდოდათ იმავეს გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, ვიღაცებს ეტყობა მაინც სურდათ, მაგრამ როდესაც ერთხელ უღალატებ შენს ამომრჩეველს, მეორედ უღალატებ, მესამედ უღალატებ, ამით შენ თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც იქნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.