სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დასავლური სანქციებით დამუქრებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ოპოზიცია ქვეყნის გარეთ ეძებს მფარველს და სასამართლოზე უცხოელი პატრონების სახელით ზეწოლას ცდილობს.

გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
სუბარის თქმით, ისევ უცხოელი პატრონების სახელით ემუქრებიან ქართველ ხალხსაც, ქართველ ამომრჩეველსაც და საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც.
„რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები, ამიტომ ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ ფაქტებზე, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე, რაც მაგიდაზე უდევს.
სხვათა შორის, დღესაც სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ პირდაპირი მუქარები სასამართლოს მიმართ, როდესაც მოპასუხეები მათ ემუქრებოდნენ სანქციებით. ანუ, ისინი დღესაც ქვეყნის გარეთ ეძებენ მფარველს, პატრონს. გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო.
ქვეყნის შიგნით რომ მხარდაჭერა არ აქვთ, თქვენ აღნიშნეთ. მართლაც 20 თუ 30 კაცი იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი, მათი მხარდამჭერები და ეს იყო მთელი ერთკვირიანი მობილიზების შედეგი. ისევ უცხოელი პატრონების სახელით ემუქრებიან ქართველ ხალხსაც, ქართველ ამომრჩეველსაც და საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც“, - აღნიშნა მან.
ციტატები სტატიიდან
„რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები, ამიტომ ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ ფაქტებზე, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე, რაც მაგიდაზე უდევს. სხვათა შორის, დღესაც სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ პირდაპირი მუქარები სასამართლოს მიმართ, როდესაც მოპასუხეები მათ ემუქრებოდნენ სანქციებით. ანუ, ისინი დღესაც ქვეყნის გარეთ ეძებენ მფარველს, პატრონს. გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო. ქვეყნის შიგნით რომ მხარდაჭერა არ აქვთ, თქვენ აღნიშნეთ. მართლაც 20 თუ 30 კაცი იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი, მათი მხარდამჭერები და ეს იყო მთელი ერთკვირიანი მობილიზების შედეგი. ისევ უცხოელი პატრონების სახელით ემუქრებიან ქართველ ხალხსაც, ქართველ ამომრჩეველსაც და საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.