ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„დიპლომატთა საზოგადოება“: რუსეთთან პრემიერის წარმომადგენლის მანდატის გაფართოება სახიფათოა

საგარეო საქმეთა სამინისტროსაქართველოს მთავრობა

„დიპლომატთა საზოგადოების“ (DSG) განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის წარმომადგენლად საგარეო მინისტრის მოადგილის დანიშვნა და მისთვის კონფლიქტის მოგვარების მანდატის მინიჭება სახიფათო ტენდენციაა, რაც საფრთხეს უქმნის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს.

„დიპლომატთა საზოგადოება“: რუსეთთან პრემიერის წარმომადგენლის მანდატის გაფართოება სახიფათოა
„დიპლომატთა საზოგადოება“: რუსეთთან პრემიერის წარმომადგენლის მანდატის გაფართოება სახიფათოარადიო თავისუფლება

„მიღებული გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნის და მისი მანდატის გაფართოების შესახებ საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია“, - აცხადებს DSG.

რატომ აკრიტიკებენ გადაწყვეტილებას?

21 ოქტომბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად,

„აქამდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი არასდროს ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი“;

„ამასთანავე, სპეციალური წარმომადგენლის მანდატი ყოველთვის შემოიფარგლებოდა ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით, ხოლო შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს“.

ეს „წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან“.

ახალი მანდატი „განსაკუთრებით საგანგაშოა“

DSG-ის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის მანდატს დაემატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს“.

„დიპლომატთა საზოგადოების“ განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება „წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას“.

DSG-ის საიტზე მითითებულია, რომ ის აერთიანებს სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს, რომლებიც „კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების გამო გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან ან უსამართლოდ იქნენ გათავისუფლებულნი დიპლომატიური სამსახურიდან“.

ვინ დაინიშნა კობახიძის წარმომადგენლად

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი, დანიშნა.

ახალი პოზიციის მიუხედავად, ზურაბაშვილი მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის სტატუსსაც შეინარჩუნებს.

„კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ზურაბაშვილის წარდგენისას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

რუსეთის ფედერაციასთან პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის პოზიცია თითქმის ერთი წელი, 2025 წლის დეკემბრიდან, იყო ვაკანტური. ამ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა ზურაბ აბაშიძე, რომელიც 2024 წელს გიორგი ქაჯაიამ შეცვალა.

ქაჯაიამ პოსტი 2025 წლის 1 დეკემბერს დატოვა.

ქაჯაიას გადადგომაზე კობახიძემ 2026 წლის 18 აგვისტოს რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად თქვა, რომ მან „სხვა სფეროში გადაინაცვლა და ეს თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა“.

გიორგი ზურაბაშვილს, რომელიც სახელმწიფო უწყებებში 1992 წლიდან მუშაობს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 2021 წელს მიენიჭა. 2014-2024 წლებში ის ირლანდიაში ჯერ დესპანის, შემდეგ კი ელჩის რანგში მსახურობდა.

2005-2012 წლებში გიორგი ზურაბაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“
ირაკლი კობახიძე
„მიღებული გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნის და მისი მანდატის გაფართოების შესახებ საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები