“პატიმარს საკანში ისეთი ადამიანი შეუსახლეს, რომელსაც მანამდე ამავე ადამიანის მკვლელობის მცდელობა ჰქონდა” – სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტ სალომე სიმონიას განცხადებით, პატიმარს საკანში მისი მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული პირი შეუსახლეს და სასტიკად სცემეს. მისივე მტკიცებით, ლაითურის ციხეში პატიმარი ბადრაგმა გააუპატიურა, ხოლო მათზე, ვინც სოლიდარობა გამოხატა, ფიზიკურად იძალადეს.

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია
》პატიმარს საკანში ისეთი ადამიანი შეუსახლეს, რომელსაც მანამდე ამავე ადამიანის მკვლელობის მცდელობა ჰქონდა. დაკავებულიც იყო ამისთვის.
》შედეგად, თურმე 4 ნეკნი და სახის ძვლები აქვს გატეხილი ამ პატიმარს.
》პენიტენციური ამბობს: ტყუილიაო.
》ვივა მედი, სადაც ნაცემი პატიმარი გადაიყვანეს, ამბობს: მართალია,
მრავლობითი დაზიანებები აქვსო.
》ნაცემი პატიმრის დედა ციხესთან ცუდად გახდა. შვილს ნუ მომიკლავთო
》ახლა გავიგეთ – ლაითურის ციხეში პატიმარი ბადრაგმა გააუპატიურაო.
》მანამდე სხვა პატიმარი ამბობდა ზუსტად იგივეს.
》ვინც მას სოლიდარობა გამოუცხადა, ყველაზე ფიზიკურად იძალადეს.
ქვეყანაში ჩამოშლილია ყველაფერი და მშვიდობააო, მაინც ამტკიცებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…