პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,ლაითურის ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა” – რას წერს ,,გურიის მოამბე”?

იუსტიციის სამინისტრო

„გურიის მოამბის“ ცნობით, ლაითურის ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა, ოჯახი კი სპეცსამსახურებისა და ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის ქვეშაა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ საკითხზე მოკვლევა დაიწყო.

,,ლაითურის ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა” – რას წერს ,,გურიის მოამბე”?
ალია

ლაითურის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა – ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობუთ, გურიის მოამბე ავრცელებს:

“პატიმარი ა. მ. რომელიც სასჯელს ლაითურის ციხეში იხდის, ბადრაგმა, ძალის გამოყენებით გააუპატიურა, შემთხვევა ამ დღეებში, ლაითურის ციხეში მოხდა”.

წყაროს ცნობით, დაზარალებულმა ამის შესახებ ოჯახს უკვე აცნობა, თუმცა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით პატიმრის მამა, იმავე წყაროს ცნობით, სპეცსამსახურებისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ წუთებშიც, განსაკუთრებული ზეწოლისა და წნეხის ქვეშ არიან. მისგან მოითხოვენ ფაქტის მიჩქმალვას და რეაგირებაზე უარის თქმას.

“გურიის მოამბე”, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დარეკა, სადაც ამ ამბის შესახებ, როგორც განაცხადეს, არაფერი იციან. პენიტენციური გამოცემას მოგვიანებით თავად დაუკავშირდა და უთხრა, რომ საკითხის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა
  2. რუსთავი 2სამთავრობოპენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს "გურიის მოამბის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა
  3. POSTVსამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“პატიმარს საკანში ისეთი ადამიანი შეუსახლეს, რომელსაც მანამდე ამავე ადამიანის მკვლელობის მცდელობა ჰქონდა” – სალომე სიმონიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები