“მილიონერი მინისტრი, რომელიც მთელს ქვეყანას გვატყუებდა – უნდა გადადგეს!” – სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას ქონებას ასაჯაროებს და პატიმრის წამების საქმის გამო მის გადადგომას ითხოვს.

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
● 963 000 ლარის უძრავი ქონება
● 540 000 ლარის 2 ავტომობილი
● 273 000 ლარის ნაღდი ფული
● 385 000 შემოსავალი კომპანიიდან
● 137 000 ₾ 2 მანქანის გასხვისება
● 119 000 ლარი წლიური ხელფასი
● 25 000 ლარი შვილის სწავლაში
მესმის, რომ მინისტრის, პაატა სალიას ამ ქონებას შენარჩუნება სჭირდება და უფრო მეტად, გაზრდაა პრიორიტეტი.
მაგრამ მილიონერი მინისტრი, რომელიც ცოტა ხნის წინ მთელს ქვეყანას გვატყუებდა:
“ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა წარმოუდგენელი რამ არისო”
უნდა გადადგეს!
პროკურატურამ აღიარა, რომ პატიმარს ის კაცი შეუსახლეს საკანში, ვინც მანამდე იმავე პატიმრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
„მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა“- აღწერს უწყება.
თავად ნაწამები პატიმარი აცხადებს, რომ 40 ნაკერი დაადეს, წამების მოტივაციად კი „მობილურის გახსნას“ ასახელებს.
ყველა უარყოფდა ამ ფაქტს. პირველ რიგში კი, იუსტიციის მინისტრი – სპეკულაციას, ტყუილს უწოდებდნენ.
პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს – გიორგი პატარიძეს და №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს – რამაზ ფირცხალავას ბრალი წარედგინა
მაგრამ მთავარი სხვა რამეა:
მთავარია, ვინ არის დამკვეთი?!
ვის უკანონო დავალებებს ასრულებდნენ პაატა სალია და მისი ქვეშემრდომები?!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…