პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან ხატია დეკანოიძეც გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვიდან ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გააძევა. პარლამენტის 88 წევრის სარჩელის საფუძველზე სასამართლოს პლენუმი 5 ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან ხატია დეკანოიძეც გააძევეს
ალია

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

“გორდულაძემ ხალხი სცემა პარლამენტი და ის არ გაუძევებიათ, და მე რატომ მაძევებთ?” – უთხრა დეკანოიძემ ნადარაიას სხდომის დატოვებამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა
  2. იმედინიუსისამთავრობოხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე შესვენება გამოცხადდა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს 12:00 საათიდან განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები