პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციოს დარბაზიდან გააძევეს ლევან ცუცქირიძე

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა დაიწყო, სადაც სხდომის გახსნამდე დარბაზიდან ლევან ცუცქირიძე გააძევეს.

საკონსტიტუციოს დარბაზიდან გააძევეს ლევან ცუცქირიძე
რადიო თავისუფლება

- „გთხოვთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა და გამოიყენოთ“, - მიმართა ცუცქირიძემ მოსამართლეებს სხდომის გახსნამდე.

- „ჯერ სხდომა არ დაწყებულა... გაიყვანეთ“, - თქვა რევაზ ნადარიამ.

- „ვიღაცის მომავალი დაწერილია და თქვენი ჯერ არა“, - თქვა ლევან ცუცქირძემ დარბაზიდან გაყვანის დროს.

დღეს, 21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელს.

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განხმილველი მოსამართლეების უმრავლესობას: რადგან სდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები