პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია: არ კრძალავენ მხოლოდ ხუთ პარტიას, კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლო

ნიკა გვარამიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით არა მხოლოდ ხუთ პარტიას, არამედ მოქმედ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორსა და მთელ თაობას კრძალავენ. მან სასამართლოში საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულებად დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას განაცხადა, რომ დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას, არამედ სინამდვილეში კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს და სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს.

ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ პოლიტიკური განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა და გააფრთხილა.

"ჩვენი შუამდგომლობა ეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულებად დაუშვებლად ცნობას. დღევანდელი სარჩელით, არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას, კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში.

კომისიის მასალების მტკიცებულებად ღირებულების შეფასებისას ეს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს ვთხოვთ, რომ დაავალოს მოსარჩელის წარმოდგენას, რა მტკიცებულებები მოგვემართება ჩვენ, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შუამდგომლობის გადაწყვეტა კომისიის მასალების წყაროებისა და წარმომავლობის ნახვის გარეშე შეუძლებელია, გადადოს საქმის განხილვა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობონიკა გვარამია – საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი
  2. TV პირველიოპოზიციური„ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ მარცვალში და ძახილის ნიშანში ამოვიკითხო?“ - გვარამია პარტიების აკრძალვის სარჩელზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ჩაქუჩით პოლიტიკური განცხადებების შეჩერება არ შეგიძლიათ" - საკონსტიტუციოში სიტყვიერი დაპირისპირება იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები