ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა ფარულავა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაში იკითხება: „ჩვენ თქვენს მხარეს ვართ”

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ფარულავას განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა მოსკოვისთვის იმის გზავნილია, რომ ხელისუფლება მათ მხარეს დგას.

ლაშა ფარულავა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაში იკითხება: „ჩვენ თქვენს მხარეს ვართ”
ლაშა ფარულავა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაში იკითხება: „ჩვენ თქვენს მხარეს ვართ”ინტერპრესნიუსი

"ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშვნა მოსკოვისთვის გზავნილია, რომ საქართველო მათ მხარეს დგას.

მისივე თქმით, საკადრო ცვლილება არ არის განპირობებული ეკონომიკური საქმიანობით, არამედ არის სიმბოლური აქტი, რათა დაანახონ რუსეთს რომ “მათ მხარეს არიან”.

“ჩვენ ვხედავთ, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში მცდელობას, რომ რუსეთთან რაიმე ტიპის ურთიერთობები გაჩნდეს, მათ შორის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური, თუმცა ყველა კრახით მთავრდება. ამის მაგალითია, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, მიუხედავად ამ ფორმატის არსებობისა რუსეთის ფედერაციამ წელს ემბარგო დაგვიწესა. ეს ცვლილებაც არ არის ეკონომიკური საქმიანობით განპირობებული, რათა რაიმე ტიპის ბენეფიტი მიიღოს საქართველომ, არამედ არის სიმბოლური აქტი. აქ აუქმებენ საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლურ ოპოზიციას და ამავდროულად ნიშნავენ სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთში. ეს ყველაფერი უკავშირდება არა ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ მისიებს, არამედ იმას, რომ „ჩვენ თქვენ მხარეს ვართ და ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც მოგვიწოდებთ. ვკრძალავთ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს და ამავდროულად ვაგზავნით ჩვენ კაცს თქვენთან“ - ეს იკითხება ამ გადაწყვეტილებაში”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვხედავთ, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში მცდელობას, რომ რუსეთთან რაიმე ტიპის ურთიერთობები გაჩნდეს, მათ შორის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური, თუმცა ყველა კრახით მთავრდება. ამის მაგალითია, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, მიუხედავად ამ ფორმატის არსებობისა რუსეთის ფედერაციამ წელს ემბარგო დაგვიწესა. ეს ცვლილებაც არ არის ეკონომიკური საქმიანობით განპირობებული, რათა რაიმე ტიპის ბენეფიტი მიიღოს საქართველომ, არამედ არის სიმბოლური აქტი. აქ აუქმებენ საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლურ ოპოზიციას და ამავდროულად ნიშნავენ სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთში. ეს ყველაფერი უკავშირდება არა ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ მისიებს, არამედ იმას, რომ „ჩვენ თქვენ მხარეს ვართ და ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც მოგვიწოდებთ. ვკრძალავთ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს და ამავდროულად ვაგზავნით ჩვენ კაცს თქვენთან“ - ეს იკითხება ამ გადაწყვეტილებაში“
ლაშა ფარულავა
„ჩვენ თქვენ მხარეს ვართ და ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც მოგვიწოდებთ. ვკრძალავთ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს და ამავდროულად ვაგზავნით ჩვენ კაცს თქვენთან“
ლაშა ფარულავა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები